დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ერთ-ერთ ობიექტზე მოხდა ავზიდან საწვავის დაღვრა, რამაც გამოიწვია ნიადაგის ფენის დაბინძურება. კომპანია სანიტარი და EUMM-ი ერთმანეთთან აქტიურად რამოდენიმე წელია თანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენ მივაწოდეთ ორგანიზაციას ბიორემედიაციის სერვისი, რომელიც გულისხმობს ნავთობით დაბინძურბეული ნიადაგის გაწმენდასა და აღდგენას, რომელიც აღარ წარმოადგენს ადამიანისთვის, ბუნებისთვის და სხვა ორგანიზმებისთვის საშიშროებას. განხორციელდა შემდეგი აქტივობები. პირველრიგში მოხდა ნიადაგის ფენის მოჭრა და შემდგომში კომპანია სანიტარის ტერიტორიაზე გადატანა, რომლის საბოლოო გაწმენდას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება.
დაწვრილებით „დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდა“

მზის პანელები კომპანია სანიტარში

საქართველოში კომპანია სანიტარი ერთ-ერთი მოწინავეა ნარჩენების მართვაში. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს არა მარტო სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვნად ვზრუნავთ გარემოზე. ზუსტად ამ მიზნით, ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს. დღეს, 7 თებერვალს წარმატებით გაეშვა მზის პანელები, რომლის ჯამური სიმძლავრე შეადგენს 15,75 კვტ-ს. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ უფრო საინტერესო სიახლეებს. იზრუნე გარემოზე, გაუფრთხილდი შენს ქვეყანას.
დაწვრილებით „მზის პანელები კომპანია სანიტარში“

საქართველოში 1–ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკები აიკრძალა

საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1–ლი ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტმასის პარკების გავრცელება,  2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
დაწვრილებით „საქართველოში 1–ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკები აიკრძალა“

ესტონელი კოლეგების ვიზიტი სანიტარში

USAID WMTR II პროგრამის მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა საქართველოსა და ესტონეთის ნარჩენების მართვის ასოციაციებს შორის თანამშრომლობას. ესტონეთის ნარჩენების მართვის სექტორის წარმომადგენლები შპს “სანიტარს” ესტუმრნენ და დაათვალიერეს ობიექტები. სანიტარის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია მათ, თუ როგორ ახდენენ ნარჩენების გადამუშავებას და რა მეთოდები/ტექნოლოგიები გამოყენება. ჩვენსა და ესტონელ კოლეგებს შორის საკმაოდ საინტერესო კომუნიკაცია შედგა და იმედს ვიტოვებთ  მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ ბუნების დაცვის საქმეში.

დაწვრილებით „ესტონელი კოლეგების ვიზიტი სანიტარში“

IFAT – ახალი ტექნოლოგიები

2018 წლის მაისში გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ჩატარდა ალტერნატიული ვაჭრობის საერთაშორისო ფედერაციის (IFAT) ღონისძიება, სადაც გამოფენილი იყო უახლოეს გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, რომლთა დანერგვა და გამოყენება შეუძლია ინდუსტრიას. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მატულობს ბუნებრივი პრობლემები და ასევე, იზრდება ცნობიერება ბუნებრივი გარემოს მნიშვნელოვნობაზე. საზოგადოებაში გაჩნდა მუხტი და მოთხოვნა ისეთი ტექნოლოგიების გამოყენების, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ფლორაზე და ფაუნაზე ზიანს.

დაწვრილებით „IFAT – ახალი ტექნოლოგიები“

მომავლის ინოვაციური ეკოსამაჯური

თანამედროვე სამყაროში მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. დაბინძურებული გარემო პირდაპირ ისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

დაწვრილებით „მომავლის ინოვაციური ეკოსამაჯური“

კომპოსტირების ინოვაციური ტექნოლოგია

ნიადაგის ბუნებრივად განოყიფერების ყველაზე კარგ საშუალებას კომპოსტი წარმოადგენს. ეს გახლავთ ბიო სასუქი, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ეფექტურია, აუმჯობესებს მცენარის იმუნიტეტს მავნებლების მიმართ.

დაწვრილებით „კომპოსტირების ინოვაციური ტექნოლოგია“

პოლიეთილენის პრევენცია – გარემოზე ნაკლები ზიანი

პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია. ყოველ წელს გლობალურად 1 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება. მის სრულად დაშლას მრავალი ასეული წელი სჭირდება და დიდ ზაინს აყენებს ბუნებას და იქ მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს. დაწვრილებით „პოლიეთილენის პრევენცია – გარემოზე ნაკლები ზიანი“

გაუმჯობესებული ეკოშენობები

ნაგავსაყრელზე ყველაზე დიდი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენები გროვდება. მათი უმრავლესობა არ არის ბიოდეგრადირებადი და ბუნებრივად დაშლას დაახლოებით 450 წელი სჭირდება. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მუდმივად ცდილობენ, რომ ნარჩენების ეს სახეობა მრავალმხრივ გამოყენებადი გახადონ.

დაწვრილებით „გაუმჯობესებული ეკოშენობები“

ქაღალდის დაზოგვა

იაპონელმა ინჟინრებმა ქაღალდის დაზოგვის მიზნით შექმნეს ეკო (PrePeat) “პრიპეტ” პრინტერი. “პრიპეტ” პრინტერის ეკოლოგიურობას ის განაპირობებს, რომ ბეჭდვისას არ საჭიროებს კატრიჯსა და საოფისე ქაღალდს. ეკომეგრობული პრინტერისთვის შექმნეს ქაღალდის ალტერნატიული საბეჭდი მასლა, რომელიც “PET” პოლიეთილენისგან არის დამზადებული და მისი გამოყენება სულ მცირე 1000-ჯერ არის შესაძლებელი. დაწვრილებით „ქაღალდის დაზოგვა“

სოფლის მეურნეობა და ჯანსაღი კვება

დღესდღეობით სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსაყვანად ქიმიური ნივთიერებები აქტიურად გამოიყენება, იმისათვის რომ პროდუქტი მარკეტინგულად მომგებიანი იყოს – მალე დამწიფდეს, უფრო დიდ ზომას მიაღწიოს ან მეტი გამძლეობა შეიძინოს. ყველა მცენარეს ნიტრატების დაგროვების საკუთარი კოეფიციენტი აქვს. ბოსტნეულს შეუძლია უფრო მეტის შეთვისება, ვიდრე მარცვლეულსა და ხილს. ნიტრატები საფრთხეს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც დასაშვებ ნორმას აღემატება. ადამიანებისთვისაც ნიტრატის დასაშვები ნორმა კორელაციაში უნდა იყოს წონასა და ასაკთან.

დაწვრილებით „სოფლის მეურნეობა და ჯანსაღი კვება“

საყოფაცხოვრებო ხის ნივთების განახლება

ყოველწლიურად მსოფლიოში 15 მილიარდი ხე იჭრება – ავეჯის, ქაღალდის და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადების მიზნით. ბუნებრივი რესურსების არამდგრადი მოხმარება და ნარჩენების დიდი რაოდენობით წარმოქმნა მწვავე პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია ამ მხრივ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და შესაძლო რისკების გაანალიზება.

დაწვრილებით „საყოფაცხოვრებო ხის ნივთების განახლება“

განახლებადი ენერგია – ქარი

განახლებად ენერგო წყაროებს შორის ქარის ენერგია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სუფთა ელექტრო ენერგიის მიღებისათვის, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მომხმარებელთა კრიტიკას იწვევს, კერძოდ: ხმაური, ქარის ნაკადის არასტაბილურობა და ნაკლებ ესთეტიურობა. დაწვრილებით „განახლებადი ენერგია – ქარი“

განახლებადი ენერგია – მზე

ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოება და მოხმარება თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნას წარმოადგენს. შესაბამისად მეცნიერები ცდილობენ დახვეწონ ტექნოლოგიები დიზაინისა და პროდუქტიულობის თვალსაზრისით. ამის კარგი მაგალითია მზის პანელი “სმარტფლოვერი” (Smartflower). დაწვრილებით „განახლებადი ენერგია – მზე“

ჰაერის დაბინძურების პრევენციული ღონისძიბები

 

მსოფლიოში ყველაზე დიდ გარემოსდაცვით პრობლემას ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს. ხშირად ყურადღებას ჰაერის გარე დაბინძურებაზე ვამახვილებთ, მაგრამ კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ჯანმრთელობისთვის გაცილებით საზიანოა შიდა ჰაერის დაბინძურება, რომელშიც იგულისხმება თამბაქოს კვამლი, მტვრის ნაწილაკები, საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტები, ტექსტილი, წვის შედეგად წარმოქმნილი აირები, შენობაში გამოყენებული მასალები როგორიც არის აზბესტი, ფორმალდეჰიდები და სხვა.

დაწვრილებით „ჰაერის დაბინძურების პრევენციული ღონისძიბები“