სამედიცინო ნარჩენების განადგურება

სამედიცინო ნარჩენები მოიცავს ყველა სახის ნარჩენებს, რაც წარმოიქმნება სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო და ვეტერინარული ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ. ვეტერინარულ კლინიკებში წარმოქმნილი ნარჩენები, ასევე, შესაძლებელია, განხილულ იქნეს, როგორც სამედიცინო ნარჩენები. ნარჩენები იყოფა სარისკო და არასარისკო კატეგორიებად. ის სუბიექტები, რომელთაც წარმოექმნებათ სამედიცინო ნარჩენი, ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით მოახდინონ მისი სეგრეგაცია და შემდეგ გადასცენ სპეციალიზირებულ კონტრაქტორს.

კომპანია სანიტარი ფლობს მოწყობილობას (სამედიცინო ნარჩენის სტერილიზატორი), რომელსაც ყველანაირი ტიპის სამედიცინო ნარჩენის გაუნებელყოფა და უსაფრთხო დაფქულ მასად გადაქცევა შეუძლია. დაფქვილი ნარჩენი სტერილიზებულია. იგი სრულიად უსაფრთხოა როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანისთვის. საბოლოოდ ხდება დარჩენილი ნარჩენის განადგურება ინსინერაციის (დაწვის) გზით, ან განთავსდება საერთაშორისო სატანდარტების მქონე ნაგავსაყრელზე.

გაუზიარე: