მომავლის ინოვაციური ეკოსამაჯური

თანამედროვე სამყაროში მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. დაბინძურებული გარემო პირდაპირ ისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

 

“hand tree” არის პორტატული, მსუბუქი მოწყობილობა, რომელსაც ადამიანები მაჯის საათის მსგავსად ინდივიდუალურად გამოიყენებენ. ფუნქციონირებს მცენარეების მსგავსად ფოტოსინთეზის პრინციპით – ნახშირორჯანგს გარდაქმნის ჟანგბადად.

“hand tree” მოწყობილობით შესაძლებელია ასევე გარემოში არსებული ისეთი ძირითადი დამაბინძურებლების გაუვნებელყოფა როგორიცაა: მეთანი, მტვრის ნაწილაკები, თამბაქოს კვამლი, გოგირდის ოქსიდი და სხვა. იგი უზრუნველყოფს მომხმარებლის ირგვლივ ჯანსაღი სასუნთქი ზონის შექმნას. მუშაობს ავტომატურ და ადამიანის მიერ მართული რეჟიმით, ეკრანზე ასახავს ინფორმაციას კონკრეტულ ადგილზე ჰაერის დაბინძურების შესახებ. დაბინძურების ხარისხობრივი ინდიკატორი განსხვავდება ფერებით.

“Hand tree” მომხმარებელს კომფორტს იმ თვალსაზრისითაც უქმნის, რომ მისი ელემენტები მრავალჯერადი გამოყენებისაა.

გაუზიარე: