დაზოგე ელექტროენერგია

“ილიჩის ნათურადაც” წოდებული ვარვარა ნათურის მიერ გამოყენებული ენერგიის მხოლოდ 10% იწვევს განათებას, ხოლო დანარჩენი ათბობს. კომპაქტური ლუმინესცენტური ნათურა (CFLs) 4-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე უბრალო ნათურა.

24 საათის განმავლობაში, მინიმუმ ერთი 50 ვტ-იანი ნათურა თუ გვაქვთ ჩართული, თვის განმავლობაში 4-5 ლარის გადახდა მოგვიწევს.

ლედ ნათურებს ფუნქციონირება 50 000 და მეტი საათის განმავლობაში შეუძლიათ, ვარვარის ძაფიან ნათურებს კი 3 000 ან 5 000 საათის განმავლობაში, შესაბამისად, ლედ ნათურა საკუთარ სიძვირეს ეკონომიურობით ფარავს.

უბრალო ნათურის კომპაქტური ლუმინესცენტური ნათურით ჩანაცვლება დაზოგავს 70 კილომდე ნახშირორჟანგს ყოველწლიურად. კომპაქტური ფლუორესცენტული ნათურა აწარმოებს იგივე მოცულობის სინათლეს, იყენებს 1/3 ელექტროობას და 10-ჯერ უფრო მეტ ხანს არის ვარგისი.

საოფისე შენობების განათებისთვის იხარჯება ელექტროობის 44%. გაიხადეთ ჩვევად ოთახიდან გასვლამდე გამორთოთ შუქი თუნდაც 15 წუთით ტოვებდეთ ოთახს, ასევე ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ბუნებრივი სინათლე.