განახლებადი ენერგია – ქარი

განახლებად ენერგო წყაროებს შორის ქარის ენერგია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სუფთა ელექტრო ენერგიის მიღებისათვის, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მომხმარებელთა კრიტიკას იწვევს, კერძოდ: ხმაური, ქარის ნაკადის არასტაბილურობა და ნაკლებ ესთეტიურობა.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ფრანგულმა კომპანია “New Wind”-მა შექმნა ვერტიკალური ქარის ტურბინა (“Tree Vent”), რომელსაც ხის ვიზუალი აქვს. ერთი შეხედვით იგი ხელოვნების ნიმუშს ჰგავს და ქალაქსაც ძალიან ამშვენებს.

მოწყობილობის სიმაღლე 10 მეტრია, ღერძი და განშტოებები რკინისაა, რომელზეც 72 ცალი მცირე ზომის ტურბინა მოძრაობს. ისინი ერთმანეთთს ისე უკავშირდება, რომ რაიმე მიზეზით, ერთ-ერთი მათგანის გაჩერება მთლიანი ტურბინის მუშაობის შეფერხებას იწვევს.

ზოგადად ქარის ტურბინები ძალიან მაღალია, რადგან გარკვეულ სიმაღლეზე ქარის ძალა უფრო ძლიერია. “ხის ფორმის ტურბინის” უპირატესობა კი ის გახლავთ, რომ სუსტ ნიავზეც აწარმოებს ელ. ენერგიას, დაახლოებით 2400კვ-ს წელიწადში.

კომპანიამ პირველი ტურბინა პარიზში დაამონტაჟა რათა მისი მუშაობის ეფექტურობა შეეფასებინა. შედეგიდან გამომდინარე, 40 მსგავსი ტურბინის დამონტაჟება, სხვადასხვა ლოკაციაზე იგეგმება.