ჰაერის დაბინძურების პრევენციული ღონისძიბები

 

მსოფლიოში ყველაზე დიდ გარემოსდაცვით პრობლემას ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს. ხშირად ყურადღებას ჰაერის გარე დაბინძურებაზე ვამახვილებთ, მაგრამ კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ჯანმრთელობისთვის გაცილებით საზიანოა შიდა ჰაერის დაბინძურება, რომელშიც იგულისხმება თამბაქოს კვამლი, მტვრის ნაწილაკები, საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტები, ტექსტილი, წვის შედეგად წარმოქმნილი აირები, შენობაში გამოყენებული მასალები როგორიც არის აზბესტი, ფორმალდეჰიდები და სხვა.

ჰაერის შიდა დაბინძურების პრევენციისთვის მრავალი ტექნოლოგია იქმნება, თუმცა მათი უმეტსობა არაეფექტურია.

2007 წელს კი ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფესორმა, დევიდ ედვარდსმა (David Edwards) ბუნებრივი გზით ჰაერის გამწმენდი მოწყობილობა “Andrea Air Purifier” შექმნა. იგი ერთგვარ მინიატურულ ორანჟერეას წარმოადგენს და საუკეთესოა მათთვის, ვისაც ოთახის მცენარეები მოსწონს.

ჰაერის გაწმენდაში მცენარის ფოთლები, ფესვები და ნოტიო ნიადაგი მონაწილეობს. მოწყობილობას აქვს მექანიკური ფენი, რომელიც ცირკულაციას უკეთებს ჰაერს ფესვებისკენ, რაც ხელს უწყობს მეტი ჰაერის ნაკლებ დროში გაწმენდას. სუფთა ჰაერი მოწყობილობის სპეციალური საჰაეროდან გამოდის, ხოლო ტოქსინები კი ცალკე გროვდება.

იგი იდეალურად მუშაობს 40 კვ.მ-ის სივრცეში თუ მასში მოთავსებულ მცენარეს წყლით ხშირად უზრუნველვყოფთ. ოთახის დიზაინის ან ადამიანის სურვილის გათვალისწინებით შესაძლებელია მოწყობილობის სხვადასხვა მცენარესთან კომბინირება.

აღნიშნულ ტექნოლოგიას მსოფლიო ბაზარზე 2010 წლიდან ვხვდებით, მასზე მომხმარებელთა მოთხოვნა კი მუდმივად იზრდება.