კომპოსტირების ინოვაციური ტექნოლოგია

ნიადაგის ბუნებრივად განოყიფერების ყველაზე კარგ საშუალებას კომპოსტი წარმოადგენს. ეს გახლავთ ბიო სასუქი, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ეფექტურია, აუმჯობესებს მცენარის იმუნიტეტს მავნებლების მიმართ.

კომპოსტის დამზადება შესაძლებელია ორგანული ნარჩენების გადამუშავებით ქარხანაში, სახლის პირობებში – ბოსტანში, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილზე. ახლა უკვე კომპანია Whirlpool-ი გვთავაზობს ინოვაციურ ტექნოლოგია “Zera”-ს, რომელიც კომპოსტის ოთახის პირობებში დამზადების საშუალებას გვაძლევს. იგი არ საჭიროებს დიდ სივრცეს და მუშაობის დროს არ წარმოქმნის სპეციფიკურ სუნს.

ტექნოლოგიის უპირატესობა გახლავთ ისიც, რომ პროცესები უფრო მარტივად და ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება. კომპოსტერში მოთავსებული ნარჩენები ჯერ ქუცმაცდება, სისტემა მას პერიოდულად ატენიანებს, აშრობს და ჟანგბადის გამოყენებით გადაამუშავებს. სასურველია საკვები ნარჩენები შეგროვდეს 4 კილოგრამამდე და ისე გადამუშავდეს. თუ სახლის პირობებში კომპოსტის მომზადებას 6 თვეზე მეტ დროს ვანდომებთ, “Zera” ტექნოლოგიის საშუალებით ეს მხოლოდ 24 საათშია შესაძლებელი. პროცესებზე დაკვირვება მობილური აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც პროცესის შესახებ ყველა ინფორმაციას გვატყობინებს.

“Zera” ტექნოლოგია არა მარტო მცენარეებისთვის სასარგებლო სასუქის დამზადებაში გვეხმარება, არამედ ნარჩენების შემცირებაშიც. ნარჩენები, დიდი რაოდენობით გროვდება ნაგავსაყრელებზე და მათი ლპობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის აირები, დიდ ზიანს აყენებს გარემოს.