ყოველ კვირას ჩვენ ვკითხულობთ ახალ კვლევას, სადაც განმარტებულია თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ზოგიერთი ეკოლოგიური ფაქტორი ჩვენს ჯანმრთელობაზე, ან აღმოჩენილია საფრთხე, რომელსაც ჩვენი ერთერთი საყოფაცხოვრებო პროდუქტი, ან მოვლის საშუალება იწვევს. კიბო დაუკავშირეს გამწმენდ საშუალებას, დემენცია (ტვინის ორგანული დაზიანება) ანტი-პერსპირანტს, ჯანსაღი პროდუქციის ნაკლებობას, ხოლო ასთმა – ჰაერის დაბინძურებას. რატომ არ უნდა დავიცვათ გარემო, თუ არა ჩვენი ჯანმრთელობისათვის პირველ რიგში?
რთულია მოუსმინო იმ საფრთხეს, რაც შეიძლება გარემომ მიაყენოს ადამიანს და ეს არ გახდეს მისი შეცვლის საწინდარი. თუმცა ბევრნი ჯერ კიდევ ვერ ხედავენ კავშირს ჩვენს მოქმედებებსა და მის ჩვენზე გავლენას შორის ბუნებრივ სამყაროსთან ურთიერთობის გაცნობის უარყოფის ან არ ცოდნის გამო.
დროთა განმავლობაში ადამიანის ბუნებრივი სხეული მიეჩვია ბუნებრივ, ორგანულ გარემოში ცხოვრებას. ეს მხოლოდ გასულ საუკუნეში ხდებოდა, ან ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, თუ რამდენად შევძლებდით ცხოვრებას ასეთ არაორგანულ სამყაროში.
დაავადებათა ზრდა
მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება არ არის ახალი (ონკოლოგიური დაავადება პირველად დაფიქსირდა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე 1600 წელს), დაავადების ბოლოდროინდელი ზრდის სისწრაფე საგანგაშოა და უმეტესობა მათგანი მჭიდროდ არის დაკავშირებული ცნობილ კანცეროგენებთან, რომლებიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მრავლადაა ჩვენს გარემოში (როგორიცაა პესტიციდები, ხელოვნური ჰორმონები, ქიმიური საწმენდი საშუალებები და სხვა). ქვემოთ მოცემული ინფორმაცია გვიჩვენებს გარემო პირობებს, რომლებიც უამრავი გზით ახდენენ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
კიბოს პრევენციის კოალიციის მონაცემებით ონკოლოგიურ დაავადებათა ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემების ჩამონათვალი:
ონკოლოგიური შემთხვევების მაჩვენებელი 1950-98 წლებიდან საერთო ჯამში 60%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით:
- არაჰოჯკინის ლიმფომას მაჩვენებელი დაახლოებით 100%-ით გაიზარდა;
- ტვინის კიბო 80-90%-მდე;
- მკერდის კიბო 60%-მდე;
- სათესლე ჯირკვლის კიბო 300%-მდე;
- ონკოლოგიური დაავადებები ბავშვებში 40-50%-მდე;
- ამერიკელი 2 კაციდან 1-ს ხოლო ამერიკელი 3 ქალიდან 1-ს
- ონკოლოგიური დაავადება უვითარდება;
- 1,400,000 ამერიკელს დაესვა კიბოს დიაგნოზი აქედან 43% გარდაიცვალა;
ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი აღნიშნული სისწრაფით 2050 წლისათვის გაორმაგდება.
როდესაც ონკოლოგიური დაავადებების მატება არის ყველაზე ხშირად განხილვადი საკითხი არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა არც ისე ნაკლებად შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობით ადამიანის ჯანმრთელობის გავლენაზე მიუთითებს:
- ასთმის მაჩვენებელმა 75%-ით იმატა 1980-1994 წლების განმავლობაში; 150%-ით ბავშვებში (EPA) გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემების თანახმად, ეს ზუსტად იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ჰაერის დაბინძურების აშკარა ზრდა დაფიქსირდა.
- დიაბეტის ტიპი 1-ის მაჩვენებელი 1980 წლის შემდეგ გაორმაგდა;
- დიაბეტის ტიპი 2-ის მაჩვენებელი კი 1970 და 1990 წლებში გაორმაგდა;
- აუტიზმის შემთხვევები საგანგაშოდ 56 %-ით გაიზარდა 2002 და 2006 წლებში;
- დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იტანჯება ავტო იმუნური დაავადებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 9-დან 1 ქალი ავად არის.
- უახლოეს ათწლეულში მოსალოდნელია უნაყოფობის/უშვილობის ზრდა.
- ყოველწლიურად დაახლოებით 150,000 ახალშობილი იბადება თანდაყოლილი სხვადასხვა დეფექტით. 70% უცნობი გამომწვევი მიზეზით, თუმცა ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის გავლენის ბრალია ეს.
- 413 ქიმიური ნივთიერება გამოიცადა აქედან 287 აღმოჩნდა ახალშობილის ჭიპლარში.
- ერთერთ კვლევაში ლაქტაციის დროს რძის სხვადასხვა ნიმუშის ანალიზის შედეგად ნიმუშებში აღმოჩენილ იქნა პესტიციდები, ჰერბიციდები, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო საწმენდი საშუალებების ნივთიერებები და სხვა.
აშკარაა, რომ რაღაც ხდება ჩვენს ორგანიზმში, ამას ცხადყოფს უჯრედების მუტაცია, დარღვევა ან მოშლა, ასევე უფრო და უფრო ბინძურდება ჩვენი ბუნება სხვადასხვა დამაბინძურებლებითა და ტოქსინებით. ანალოგიურად, მეცნიერებად არაერთხელ გვიჩვენა, რომ ჩვენს მიერ ზიან მიყენებული გარემო სწორედ ჩვენზე ადამიანების ჯანმრთელობაზე ახდენს შემდეგ მავნე გავლენას, რაც არა ერთმა კვლევამ დაადასტურა, ასევე სწორედ ეს ხდება სხვადასხვა კვლევის ჩატარების, ჯანმრთელობის მკაცრი სტანდარტების დადგენისა და მავნე ნივთიერებების აკრძალვის გადაუდებელი გამომწვევის მიზეზი.
ორსულობა, თანდაყოლილი დეფექტები და ჩვილები
თანდაყოლილი დეფექტები უკავშირდება დაბინძურებას, ჰერბიციდებს, ანტიბიოტიკებს, ჰაერის დაბინძურებას, სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებს, სილამაზის საშუალებებს, პლასტმასის პროდუქციას, ქიმიურ გაწმენდას, საყოფაცხოვრებო პროდუქციასა და გამწმენდ საშუალებებს.
მამრობითი სქესის უნაყოფობის ფაქტორი უკავშირდება პესტიციდებს, ჰაერის დაბინძურებას, ტყვიის მოქმედებას, წყლის დაბინძურებას, საყოფაცხოვრებო აალების საწინააღმდეგო საშუალებებს და ზედაპირულ აქტიურ ნივთიერებებს (აღმოჩენილია სარეცხ საპონში, ქსოვილის დამარბილებელ საშუალებაში, საღებავში, ზოგიერთ ცვილში, შამპუნში, კონდიციონერში, კბილის პასტაში და სხვა მსგავსი ტიპის საშუალებებში).
მდედრობითი სქესის უნაყოფობის ფაქტორი უკავშირდება საყოფაცხოვრებო აალების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ჰერბიციდებთან, პესტიციდებთან, მძიმე მეტალებთან, გამხსნელებთან, პლასტმასის პროდუქციასთან და სამრეწველო ქიმიკატებთან.
ხელოვნური განაყოფიერების ფორმულა დაკავშირებულია უფრო მაღალი დონის რისკებთან ჩვილის უცბად გარდაცვალების სინდრომთან, პარკინსონის დაავადებასთან და გამოხატულ სიმსუქნესთან, ასევე შაქრიან დიაბეტთან, არტერიული სისხლის წნევასთან და გულის დაავადებებთან.
ადამიანის დაავადებები
ბავშვთა ლეიკემია უკავშირდება ელექტრო გაყვანილობას, გასასხურებელ საღებავებს, ჩვეულებრივ საღებავებს, საყოფაცხოვრებო პესტიციდებს, გუნდრუკს, ასევე ავტომობილის გამონაბოლქვს, ინსექტიციდებს და ნიტრიტებს, რომლებიც შეიძლება აღმოჩენილ იქნას გადამუშავებულ ხორცში.
ონკოლოგიური დაავადებების უმრავლესობა დაკავშირებულია პესტიციდებთან, ქიმიურ გამწმენდ საშუალებებთან და პლასტმასის პროდუქციასთან.
მკერდის კიბო დაკავშირებულია იღლიის გაპარსვასთან და ანტი-პერსპირანტის გამოყენებასთან, ხანგრძლივ ლაქტაციასთან, სინთეტიკურ ჰორმონებთან, რომლებიც აღმოჩენილია საკვებ პროდუქციასა და ფარმაკოლოგიაში, ასევე სხვა მრავალ ფაქტორთან, რომელიც გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით.
აუტიზმი დაკავშირებულია პესტიციდებთან, რომლებიც რწყილის საწინააღმდეგო შამპუნშია, სოფლის მეურნეობის პესტიციდებთან, პოლიქლორირებული ბიფენილებთან (აღმოჩენილი წებოებში, აალების საწინააღმდეგო საშუალებებში, პლასტმასის პროდუქციაში და სხვა), გამხსნელებთან და ვერცხლის წყლის ზემოქმედებასთან.
დეპრესია დაკავშირებულია გადამუშავებულ საკვებთან, ჰაერის დაბინძურებასთან და პესტიციდების ზემოქმედებასთან.
წყლის დაბინძურება იწვევს კუჭნაწლავის, კანის და სასუნთქი გზების დაავადებებს, E.Coli-ნაწლავურ ჩხირებს, ღვიძლის ჰეპატიტებს და პოლიომილიტს და სხვა არაერთ დაავადებას.
ჰაერის დაბინძურება იწვევს გულის უკმარისობას, სასუნთქი გზების ინფექციას, ასთმას, სხვადასხვა ტიპის ალერგიებს და ფილტვის დაავადებებს.
გადამუშავებული და ქარხნულად დამუშავებული საკვები პროდუქტები
გადამუშავებულ საკვებს უკავშირდება ალერგია საკვებ პროდუქტებზე, სიმსუქნე ბავშვებში და ლეიკემია.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკლავი ფაბრიკის წარმოება ზრდის ნიადაგის ეროზიისა და წყლის დაბინძურების ალბათობას, ასევე ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას ზრდის ანტიბიოტიკ-რეზისტენტული ბაქტერიების გამოვლინებას ბალახზე გაზრდილ პირუტყვთან შედარებით და ხშირია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შემთხვევები. ასევე, ცხოველები
პესტიციდები, ჰერბიციდები და მკვებავი საშუალებები, რომლებიც თანამედროვე სოფლის მეურნეობაში გამოიყენება, როგორც წესი ხელს უწყობენ წყლის, მიწის და ჰაერის დაბინძურებას, ლეიკემიას ბავშვებში, სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიურ დაავადებებს და უნაყოფობას/უშვილობას.
სამრეწველო სოფლის მეურნეობა ყოველწლიურად 34% სათბური აირების გლობალურ გამოყოფას უწყობს ხელს.
საკვების გადატანა ითვლის ამერიკის შეერთებული შტატების 11%-ს ენერგიის გამოყენებას და ყოველწლიურად უზრუნველყოფს 4% სათბური აირის გამოყოფას.
ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა
მიუხედავად იმისა, რომ როგორც გავიგეთ გარემო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, გვერდითი მოვლენები არ ფიქსირდება ბუნებრივ გავრცელების ადგილებზე, არც წყლის და ჰაერის ხარისხი არ მცირდება იმ მიზეზით რა მიზეზითაც გარემო მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ასე, რომ მათი გამოყენება ჯანმრთელი საკვები პროდუქტების მისაღებად სავსებით შესაძლებელია.
რა ხდება სუფთა სასმელი წყლის, სუფთა ჰაერის ან ნოყიერი ნიადაგის გარეშე?
როგორც ჩანს ჩვენს მიერ გარემოსათვის ზიანის მიყენებით არა მხოლოდ ავად შეიძლება გავხდეთ, არამედ გადაშენების ზღვრამდეც შეიძლება მივიდეთ.
ის რომ გარემოს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენა იქონიოს ეს უკვე დადასტურებულია. ერთი კითხვა, რაც რჩება არის ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამის შესაჩერებლად?
ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს გავლენის შესახებ არსებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ძალის მომცემი საშუალება აღნიშნული რისკის აღმოსაფხვრელად ან უბრალოდ გამოიწვიოს შიში. სავარაუდო რისკების ცოდნა და მათში გარკვევა ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს არა ცოდნა არამედ აღნიშნული ცოდნის სწორად გამოყენება.
ეკონომია
იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად
რატომ უნდა დავიცვათ გარემო? ფული, როგორც წესი ყოველთვის დიდი მოტივატორია ამა თუ იმ საქმის განხორციელების. მდგრადი ცხოვრების წესის არჩევა აშკარა გავლენას მოახდენს თქვენს არჩევანზე, როგორც მომხმარებელზე. ზოგიერთი ჩვენგანისთვის მარტივად ცხოვრების დადებითი გავლენა იზრდება დადებითი გავლენით ჩვენს ადგილობრივ ეკონომიკაზე. მაგალითად, ადგილობრივი ფერმებიდან სხვადასხვა საკვების ან სხვა საშუალებების შეძენა ნიშნავს, რომ ეხმარებით მეზობლებს, რომელთა წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს ჯანმრთელობასთან და ჯანმრთელ გარემოსთან.