დაბინძურებული წყლის გაწმენდა / ტრანსპორტირება

კომპანია სანიტარს გააჩნია სპეციალური ავზები, სადაც ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი იწმინდება და ასევე ჩვენ შეგვიძ₾ია თხევდი ნარჩენის ტრანსპორტირება.

ქიმიური ნივთიერებით დაბინძრებული წყლის ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს შემდეგ ოპერაციებს:

  • გადასამუშავებელი ნარჩენების დახარისხება სახეობების მიხედვით;
  • შესაბამისი სახეობის ნარჩენების გადატანა დიდ ტონაჟიანი ნარჩენების განეიტრალების უბანში, რომელიც წარმოადგენს რკინა–ბეტონის აუზს, რომელშიც ჩადგმულია 2 ცალი 3-5 მ3 მოცულობის ტევადობები (ერთი მჟავა და მეორე ტუტე კომპონენტებისათვის).
  • წინასწარ შერჩეული თანაფარდობითა და სიჩქარით განეიტრალების პროცესის ჩატარება N6-8 მ3 ტევადობის ცისტერნაში. კომპონენტების შერევა ტევადობების სიმაღლეთა განსხვავების ხარჯზე, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით შეკუმშული ჰაერის ან წყლის ტუმბოების გამოყენება.

განეიტრალების ცისტერნაში ნეიტრალიზაციის პროცესის დამთავრების შემდეგ მიღებული ნეიტრალიზატი გადმოიტანება სეპარატორში, რომელზეც წარმოქმნილ მყარი მარილები და წყლის ფაზა შორდება – მყარი ფაზა გადმოიტვირთება და დასაწყობდება შენახვისათვის, შემდგომში ინერტულ მასალად გამოყენების მიზნით. სეპარატორიდან გამოყოფილი წყალი მიდის სალექარში, შემდეგ საბოლოო ნეიტრალიზატორში და ბოლოს კანალიზაციაში.

გაუზიარე: