სახიფათო ნარჩენის ინსინერაცია / განთავსება

სახიფათო ნარჩენი საყოფაცხოვრებო ნარჩენთან შედარებით ბევრად საშიშია, რადგან ის შეიცავს სხვადასხვა სახის ქიმიურ და ტოქსიკურ დამაბინძურებლებს. მან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ცოცხალი ორგანიზმების დაავადება და სხვა საშიში პროცესების პროვოცირება.

კომპანია სანიტარი სახიაფათო ნარჩენებს გამომდინარე მათი მახასიათებლიდან სხვადასხვა პრინციპით ეპყრობა. ნარჩენი, რომლის გაუნებელყოფის გზა არ არის ცნობილი, დროებით ასაწყოებს სახიფათო ნაჩენების სპეციალიზირებულ უბანზე, რომელიც მოწყობილია ბეტონის დამცავი ზედაპირით და სპეციალური საკანალიზაციო სისტემით, რათა დაღვრის შემთხვევაში ავიცილოთ გარემოს დაბინძურება..

კომპანიას გააჩნია სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის საწარმო, რომელიც მაღალი სახიფათოობის მქონე ნარჩენებს 1200 გრადუსზე წვავს. მისი წარმადობა სთ-ში 300კგ-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ინსინირატორი აღჭუვილია სპეციალური ევროსტანდარტის მქონე დანადგარებით, რაც ამცირებს ემისიებს და მასში შეწონილ ქიმიურ დამაბინძურებლებს.

აღსანიშნავია, რომ ინსინირატორზე დასაქმებული პერსონალი უსფრთხოების მიზნით აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით.

გაუზიარე: