ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებლები იყენებენ 10,000 ჯერ მეტ ბოთლის წყალს ვიდრე ონკანის წყალს.
მაცივარი სახლში წელიწადში ხარჯავს დაახლოებით 400 კვტ. ელექტრო ენერგიას. ტიპიური ოჯახის ხარჯი დაახლოებით 10 ლარია თვეში;
შეარჩიეთ უფრო ეკონომიური მოდელი, როდესაც მაცივრის შეცვლას დააპირებთ.
მაცივარი უკანა მხრიდან კედელთან მაქსიმალურად გვაქვს მიდგმული, თუმცა მას გამოყენების წესებში მითითებული აქვს, რომ კედლიდან გარკვეული დისტანციით, 10-15 სანტიმეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული. თუ მაცივარს კედელთან მაქსიმალურად ახლოს დავდგამთ, ის ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს და უფრო მეტ ელექტროენერგიას დახარჯავს. ჩათვალეთ, რომ ეს თვის ბოლოს გადახდილი ზედმეტი 5 ლარია.
ბევრი ელექტრო საქონელი – ტელევიზორი, DVD, მაგნიტოფონი, მიკრო-ტალღური ღუმელი – ელექტროენერგიას გამორთულ მდგომარეობაშიც კი ხარჯავს, ვინაიდან დისპლეიზე აქვს საათი და ასევე მუშაობს დისტანციური მართვის პულტი. გათიშეთ ყველაფერი და გამოაერთეთ როზეტიდან, როდესაც არ გჭირდებათ ისინი.
ლედ ტელევიზორები საკმაოდ ბევრ ენერგიას მოიხმარენ და მისი ზომის 10%-ით მომატება 2-ჯერ მეტი ელექტროენერგიის ხარჯვას იწვევს.
კომპიუტერის შემთხვევაში, მისი დენის წყაროდან მუდმივი გამოთიშვა მოუხერხებელია, მაგრამ როდესაც სახლიდან გავდივართ და ვიცით, რომ მთელი დღის განმავლობაში ან რამდენიმე დღე არ დავბრუნდებით, ის დენის წყაროდან უნდა გამოვრთოთ, ეს არამხოლოდ ეკონომია, არამედ უსაფრთხოებაცაა.
აღმოჩნდა, რომ ჩვენი ჩვევების ან უყურადღებობის გამო, ყოველთვიურად, კომუნალურ გადასახადს დაახლოებით, 30 ლარით მეტს ვიხდით, ამიტომ თუ თანხის დაზოგვა და მეტი ეკონომია გვსურს, არცერთი ტექნიკური მოწყობილობა კვების ბლოკში ჩართული არ უნდა დავტოვოთ.