წყლის დაზოგვა ასევე ერთერთი გზაა გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად, რაც ასევე დაზოგავს ფულს, როგორც ელექტრო ენერგიის დაზოგვის დროს ხდება.
- მოკლე დროში გარეცხეთ ტანსაცმელი: თანამედროვე სარეცხი მანქანები ფლობენ „ეკო რეჟიმს“ და თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ აღნიშნული უპირატესობა.
- გაჟონვის აღმოფხვრა: დარწმუნდით, რომ არ ჟონავს თქვენი მილგაყვანილობა – მათ შორის კანალიზაციის სისტემა, ონკანები, ტუალეტის ცისტერნა – მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თავი აარიდოთ წყლის არასასურველ ხარჯვას.
- შხაპი მიიღეთ მაქსიმალურად მოკლე დროში: ცხელი შხაპი წარმოუდგენელი ფუფუნებაა, ასე რომ არ არის საჭირო ხანგრძლივი დროით გაჩერდეთ შხაპის ქვეშ.
- დაკეტეთ წყალი, როდესაც კბილებს იხეხავთ ჯაგრისით: ეს არის ჩვევა, რომლის დროსაც ლიტრობით წყალი იხარჯება. ამიტომ დაკეტეთ ონკანი.
- ყველა ონკანს დაუმონტაჟეთ აერატორი: აერატორი იაფი საშუალებაა იმისათვის, რომ ონკანში წნევით მოდიოდეს წყალი, რაც გამოიწვევს წყლის საუკეთესო ნაკადს.
- დაამონტაჟეთ დაბალი-დინების საშხაპე: აღნიშნული საშუალება აერატორის მსგავსად უკეთეს დინებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს წყლის წნევას და ზოგავს დიდი რაოდენობით წყალსა და ელექტრო ენერგიას.
- მხოლოდ ის რაოდენობა წყალი აადუღეთ, რა რაოდენობაც გჭირდებათ კონკრეტულ მომენტში: ჩაის და ყავის მსმელებს ეკუთვნით აღნიშნული პუნქტი. ყურადღებით იყავით ჩაიდნის გავსების დროს!