პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია. ყოველ წელს გლობალურად 1 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება. მის სრულად დაშლას მრავალი ასეული წელი სჭირდება და დიდ ზაინს აყენებს ბუნებას და იქ მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს.
კომპანია -“Avani”-ს სურს, წვლილი შეიტანოს გარემოს დაბინძურების პრევენციაში და აწარმოებს პოლიეთილენის ალტერნატიულ მასალას, რომელიც ცნობილია როგორც “ბიოპლასტიკა”.
კომპანია Avani “ბიოპარკებს” განახლებადი ნედლეულისგან, მცენარე “მანიჰოტისგან” (cassava) ამზადებს. მცენარის ეს სახეობა ძირითადად სამხრეთ აზიაშია გავრცელებული. დღეში 4 ტონა ბიომასალის წარმოების შემდგომ, იქმნება სხვადასხვა პროდუქცია: ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი, საკვების შესანახი კონტეინერები, სასურსათო პარკები, საწვიმრები და კიდევ სხვა მრავალი.
“Avani”-ის პროდუქცია გამოყენების შემდეგ, ბუნებრივად იშლება ნიადაგში 3-დან 6 თვემდე პერიოდში, ტოქსიკური ნარჩენების გარეშე. დაშლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ნიადაგზე. იგი საფრთხეს არ უქმნის ზღვისა თუ ხმელეთის ბინადრებს. ბიოპარკების დაშლის მეორე მარტივი გზაც არსებებს: ცხელ წყალში მოთავსებით. ის მთლიანად იხსნება და უვნებელია თვით ადამიანის ორგანიზმისთვისაც კი.
“ბიოპარკის” ფასი უმნიშვნელოდ აღემატება არსებული პოლიეთილენის პარკის ფასს, მაგრამ ამით გვეძლევა საშუალება, შევინარჩუნოთ ბუნების სილამაზე და ბიომრავალფეროვნება.