სოფლის მეურნეობა და ჯანსაღი კვება

დღესდღეობით სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსაყვანად ქიმიური ნივთიერებები აქტიურად გამოიყენება, იმისათვის რომ პროდუქტი მარკეტინგულად მომგებიანი იყოს – მალე დამწიფდეს, უფრო დიდ ზომას მიაღწიოს ან მეტი გამძლეობა შეიძინოს. ყველა მცენარეს ნიტრატების დაგროვების საკუთარი კოეფიციენტი აქვს. ბოსტნეულს შეუძლია უფრო მეტის შეთვისება, ვიდრე მარცვლეულსა და ხილს. ნიტრატები საფრთხეს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც დასაშვებ ნორმას აღემატება. ადამიანებისთვისაც ნიტრატის დასაშვები ნორმა კორელაციაში უნდა იყოს წონასა და ასაკთან.

ხშირად ვცდილობთ ჯანსაღად ვიკვებოთ, მაგრამ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ეკოლოგიურად რამდენად სუფთაა ესა თუ ის პროდუქტი და უნებურად საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობას.
მოკლე დროში, საკვების მავნებლობა მოწამვლით გამოიხატება, ხოლო ხანგრძლივად ასეთი საკვების მიღება კიბოს, გულისა და ალერგიული დაავადებების გამომწვევია.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია რაც პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ და შექმნეს “გრიინტესტი” (Greentest), რომელიც შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება აღნიშნული საკითხის მოგვარებაში.

“გრიინტესტი” გვაძლევს საშუალებას 3 წამში გავზომოთ ნიტრატების რაოდენობა ხილსა და ბოსტნეულში. ასევე გვაძლევს ინფორმაციას პროდუქტის სისუფთავეზე, სიმწიფესა და ლპობაზე. იგი პატარა ზომის პორტატული აპარატია, რომელიც აღჭურვილია ზონდით და გააჩნია პატარა ეკრანი. ზონდის ბოსტნეულში ჩარჭობის შემდეგ ის სპეციალური ალგორითმით ითვლის ნიტრატების რაოდენობას და შედეგები გამოაქვს ეკრანზე, რის შედეგადაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას აღნიშნულ პროდუქტზე. უკეთესი აღქმისათვის მოცემული მოწყობილობა ციფრებთან ერთად 3 ფერის სიგნალს გვაწვდის. ეს ფერებია: მწვანე, ყვითელი და წითელი.

მწვანე ფერი მიგვანიშნებს, რომ პროდუქტში დანამატები ნორმის ფარგლებშია და მისი მიღება უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
ყვითელი ფერი აღნიშნავს, რომ დანამატების რაოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას და საჭიროა შედეგის დეტალური განხილვა.
წითელი ფერი კი მიუთითებს, რომ ნიტრატების რაოდენობა ორჯერ მაღალია დასაშვებ ნორმაზე და სახიფათოა ჯანმრთელობისათვის.

გაუზიარე: