ენერგიის დაზოგვა

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი ცხოვრების წესით გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად არის ელექტრო ენერგიის გამოყენების შემცირება თქვენს სახლში. იმისათვის, რომ თქვენი სახლიდანვე დაიწყოთ გარემოზე ზრუნვა, ელექტრო ენერგიის დაზოგვა გარკვეულ სარგებელს მოგიტანთ, თუნდაც იმით, რომ თქვენ დაზოგავთ ხარჯს. თუმცა ზოგ შემთხვევაში იმისათვის, რომ დაზოგოთ ელექტრო ენერგია, რაც გამოიწვევს შემდეგ უკვე ხარჯების შემცირებას, საწყის ეტაპზე საჭიროა გარკვეული ხარჯების გაწევა, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ანაზღაურებული იქნება გაწეული ეკონომიის შედეგად.

ელექტრო ენერგიის დაზოგვისათვის სახლის პირობების გასაუმჯობესებლად შემდეგი მოქმედებებია გასათვალისწინებელი:

  • გამოიყენეთ დაბალი ენერგიის ნათურები: კომპაქტური ფლუროსცენტური ნათურები (CFLs) ზოგავენ ენერგიასა და ფულს – როგორც წესი ისინი იყენებენ 1.3-1.5 -ით ნაკლებ ელექტროენერგიას ტრადიციულ ნათურასთან შედარებით და 8-15-ჯერ მეტ ხანს ძლებს. აღნიშნული არ წარმოადგენს პრობლემას – დააყენეთ ისინი დღესვე!
  • გამორთეთ ელექტრო საშუალებები, როდესაც არ გჭირდებათ ისინი: ისეთი ელექტრო საშუალებების ჩართულ მდგომარეობაში დატოვება, როგორიცაა კომპიუტერი, აუდიო-ვიზუალური აღჭურვილობა და სამზარეულოს ელექტრო ტექნიკა „მოლოდინის რეჟიმში“ ხარჯავს ელექტროენერგიას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საერთოდ არ იყენებთ აღნიშნულ საშუალებებს, როზეტიდან გამოაერთეთ ისინი.
  • გამოაერთეთ თქვენი დამტენი , როდესაც არ ტენით ტელეფონს, ლეპტოპს ან ტაბლეტს: იმისათვის, რომ დაზოგოთ ელექტრო ენერგია გამორთეთ დამტენი, როდესაც სრულად დაიტენება თქვენი ტელეფონი, ლეპტოპი და სხვა მსგავსი ტიპის საშუალებები.
  • იზოლირება მოახდინეთ თქვენი სახლის: სათანადოდ მოახდინეთ თქვენი სახლის იზოლირება, რათა სითბო არ გაიფანტოს, ზოგიერთი ადგილობრივი ხელისუფლება გვთავაზობს იზოლირების სქემას, რათა არ დავკარგოთ დრო მსგავსი სქემების შესადგენად. .
  • დაუწიეთ ტემპერატურას: დაუწიეთ ტემპერატურას თქვენს გათბობის სისტემაზე, ეს გამოიწვევს, როგორც ელექტრო ენერგიის, ასევე ფულის დაზოგვას.
  • გარეცხეთ თქვენი ტანსაცმელი დაბალ ტემპერატურაზე: ელექტრო ენერგიის უმეტესი ნაწილი გამოყენებულია თეთრეულის გასარეცხად, როდესაც გამოიყენება ცხელი წყალი, ასე რომ შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ დაბალი ტემპერატურა სარეცხი გასარეცხად.
  • სამრეცხაო, საშრობი: ტანსაცმლის შრობა საჭიროებს ელექტრო ენერგიის დიდ მოცულობას. ამიტომ გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები სარეცხის საშრობად, თუ ეს შესაძლებელია.
  • დაახურეთ ქვაბს თავსახური, როდესაც ამზადებთ საჭმელს: როდესაც საჭმელს ამზადებთ დაახურეთ ქვაბს – აღნიშნულით შეამცირებთ ენერგიის ფუჭად გამოყენებას, აგრეთვე დაზოგავთ დროს, როგორც საკვების უფრო სწრაფად მომზადებით, ასევე წყლის უფრო მოკლე დროში ადუღებით.

გაუზიარე: