იყავი დამოუკიდებელი

გარემოს დაცვა და მდგრადი ცხოვრების წესი დამოუკიდებლად შეუძლებელია. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ნამდვილად მდგრადი ცხოვრების წესით იცხოვროს მან უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ყველაფერი იაფფასიანი და არასათანადო ინფრასტრუქტურით, იაფი საწვავით და არასათანადო პოლიტიკური გარიგებებით არ მიიღწევა. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება საჭიროებს, როგორც პოლიტიკურად სწორ მიდგომას, ასევე განახლებადი ენერგიების გამოყენებას, მიწის მდგრად განვითარებას, როგორც საკუთარი, ასევე სხვა შესაბამისი რესურსების გამოყენებით.

დამოუკიდებელი ცხოვრება: როგორ გავხდეთ დამოუკიდებლები (და სავარაუდოდ, რატომ არ უნდა გახდეთ)

დამოუკიდებელი ცხოვრების დროს ყველა შენ მოთხოვნას და საყოფაცხოვრებო საჭიროებას იკმაყოფილებ გარედან მიღებული დახმარებისა და რესურსის გარეშე. აღნიშნული ეყრდნობა ძალიან დიდ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, ასევე დამოუკიდებლობისა და მოტივაციის სურვილსა და სულისკვეთებას. ეს ყველასთვის არ არის, მაგრამ ვინც ამ გზას ირჩევს ის ბოლომდე მიდის და არანაირი წინაღობა არ აშინებს მას.

დამოუკიდებლობის მიზეზები

აქ მოცემულია ძირითადი მიზეზები, თუ რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა დამოუკიდებლად ცხოვრება:

  • მზადყოფნა: ეს, როგორც წესი არის ძირითადი მიზეზი დამოუკიდებლობისა. ადამიანი გრძნობს სურვილს, რომ სულ მზად იყოს პოტენციური კატასტროფების, იაფი საწვავის დასრულების ნებისმიერ პოტენციური საფრთხის მიმართ. მზადყოფნა შეიძლება იყოს რელიგიური მანდატი. იმის სწავლა, თუ როგორ უნდა გავხდეთ დამოუკიდებელი, უზრუნველყოფს სიმშვიდეს და მზადყოფნას კატასტროფების დროს.
  • პოლიტიკური: ადამიანი, რომელიც როგორც წესი ხედავს მთავრობის კორუფციას არაკონსტიტუციურ ომში და ძლიერ ლობისტებს, არ ენდობა მთავრობას და სურს გაექცეს მათ პოლიტიკურ მარწუხებს. რაც არ უნდა დაბლა ეშვებოდნენ ისინი აურს აცხადებენ მერყევი სამთავრობო სტრუქტურებისაგან დახმარების მიღებაზე.
  • სოციალური: დამოუკიდებელი ადამიანი შეიძლება ხედავდეს ხარვეზებს არსებულ სოციალურ სტრუქტურაში. მათ შეუძლიათ დაინახონ, რომ კვების ინფრასტრუქტურა არასწორად იმართება და არ სურს ამ არაჯანსაღი სისტემის ნაწილი იყოს. ისინი, როგორც წესი ეწინააღმდეგებიან ბუნებრივი რესურსების ჭარბ მოხმარებას და ნარჩენებზე არასწორ მოპყრობას. იმის სწავლა, თუ როგორ გახდნენ დამოუკიდებლები მათ აძლევს საშუალებას თავი იგრძნონ დანაწევრებული საზოგადოების წევრად.
  • პირადი: ბევრი სიამოვნებას იღებს საკუთარი საკვები პროდუქტების მოყვანით და რაღაც ახალის სწავლით. ისინი შეიძლება დიდ სიამოვნებას იღებდნენ ცხოველების ზრდით ან საკუთარი სახლის აშენებით. შესაძლებელია ისინი ამაყობენ კიდეც, რომ საკუთარ ოჯახს აბსოლუტურად დამოუკიდებლად ინახავენ. მათთვის შეიძლება სწორედ ეს არის ცხოვრებით კმაყოფილება, როდესაც მუშაობენ ბევრს და დასაძინებლად საკმაოდ დაღლილები მიდიან.
  • ეკოლოგია: დამოუკიდებლად ცხოვრების ხარჯზე მოსავლის მოყვანით ეკოლოგიური დეგრადაციის შემსუბუქება. როდესაც თქვენი საკვები არ არის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცირდება ნარჩენების ალბათობა და თქვენ აღარ გჭირდებათ მათი სხვადასხვა გზით მოშორება/განადგურება. თქვენ მზად ხართ გარემოს დაცვითი საგანგებო ღონისძიებების განსახორციელებლად, პოლიტიკური ლანდშაფტის შესაცვლელად და იმ ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, რომელიც იწვევს კლიმატის ცვლილებას. და თქვენ შეგიძლიათ პირადად იამაყოთ თქვენი დადებითი გავლენის გამო, რომელიც თქვენს გარშემო მყოფთაც უკეთებს გარკვეულ გამოწვევას.

როგორ გავხდეთ დამოუკიდებლები

არ არსებობს სახელმძღვანელო პრინციპი იმისა, თუ როგორ უნდა გავხდეთ დამოუკიდებლები. კონკრეტული ნაბიჯების ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეცვალოთ გზა, რომლითაც აქამდე დადიოდით და იფიქროთ თქვენს მოქმედებებზე და დამოკიდებულებაზე, ეძიეთ ალტერნატივა ყველა სფეროში. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი პირველ რიგში გასათვალისწინებელი საკითხი:

  • კარიერა: თქვენი საქმიანობა უნდა იყოს პირველი, რასაც გაითვალისწინებთ. შეხედეთ თქვენს დამსაქმებლს, მისი ძირითადი დამკვეთების ბაზას და მათი მომსახურების ან პროდუქციის ხანგრძლივობას. დამოკიდებულია, თუ არა თქვენი კარიერა ეკონომიკის გაძლიერებაზე ან საწვავის გაიაფებაზე? შეგიძიათ თუ არა დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დრო ძალიან ცოტაა?
  • განათლების დამოუკიდებლად მიღება და თვით დასაქმება: უნარ-ჩვევების გამრავალფეროვნება სხვადასხვა საგნების სწავლით ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენი შემოსავლისათვის. თვით-დასაქმება მდგრადი განვითარების სფეროში აგრეთვე ძალზედ პოპულარული არჩევანია. იფიქრეთ ძირითად საჭიროებებზე და საქმის ყველაზე ცუდ სცენარზე, ასევე გადაწყვეტილება მიიღეთ ისეთ სფეროში საქმის წამოწყებაზე, რაც ყველაზე მეტად იქნება საჭირო: საკვები, თავშესაფარი, ტანსაცმელი, სარემონტო სამუშაოები და ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვა (განსაკუთრებით ალტერნატიული ჯანდაცვა) ტოპ-ლისტში შემავალი ყველა სფერო. გაამრავალფეროვნეთ და დახვეწეთ თქვენი უნარ-ჩვევები და ცოდნა, შეიცვალეთ თქვენი კარიერა თუ საჭიროა და უზრუნველყავით თქვენი უსაფრთხო მომავალი.
  • ვალის გარეშე: ვალს სერიოზული არასასურველი გავლენა აქვს დამოუკიდებლად ცხოვრების დროს. ფინანსური დამოუკიდებლობისადმი მისვლის მცდელობა ვალით საკმაოდ რთული საკითხია.
  • საცხოვრებელი: თავშესაფარი სავალდებულოა. თქვენი საცხოვრებელი სახლის ლოკაცია აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანია. გაქვთ ეზო, ან ბაღი, რაც თქვენ გჭირდებათ (სულ მცირე კვადრატული აკრი ერთ ადამიანზე ნამდვილად დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის)? იყენებთ, თუ არა მზის ან ქარის ენერგიას? ეს ყველაფერი ძალზედ მნიშვნელოვანია საგნებია და გათვალისწინებულ უნდა იქნას, როდესაც სათანადო საცხოვრებელს განვიხილავთ.
  • საკვები: დავიწყოთ იმით, თუ სად მოიპოვება თქვენი საკვები და რა გავლენას ახდენს ის თქვენს ჯანმრთელობაზე. არის თუ არა თქვენი კვების რაციონი ჯანმრთელი, სავსე და დაბალანსებული? იმისათვის, რომ იცხოვროთ დამოუკიდებელი დამაკმაყოფილებელი ცხოვრების წესით, თქვენ უნდა აწარმოოთ თქვენივე საკვები თქვენ თითონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უნდა დაამუშაოთ ბაღი, დარგოთ ყველა სეზონური ხილის ხეები ან ბუჩქები, გაზარდოთ ცხოველები, რათა გქონდეთ რძე და რძის ნაწარმი, კვერცხი ან ხორცი, შეინახოთ თესლები, ჭარბი მოსავალი დააკონსერვოთ, შეისწავლოთ მიწის განაყოფიერება.
  • ტრანსპორტირება: იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მართვისას იყენებთ იაფ საწვავს უნდა მოიძიოთ რეალური ალტერნატივები. თუ თქვენ არ ფლობთ თქვენს საკუთარ საწვავის კომპანიას თქვენ მაქსიმალურად უნდა შეცვალოთ ავტომობილებით გადაადგილება ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილებით. სანამ თქვენ ვერ ახერხებთ აღნიშნული მძიმე დავალების შესრულებას შეგიძლიათ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმისათვის, რომ თავი აარიდოთ საწვავის გამოყენებას.
  • სხვა: არსებობს ასობით უფრო პატარა და მარტივი საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. ზოგიერთი ნივთი მაგალითად, როგორიცაა თუჯის ჭურჭელი მოგემსახურებათ უფრო ხანგრძლივი დროით შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზეც, ვიდრე ტანსაცმელი, რომელიც მუდმივად საჭიროებს აღდგენას ან ჩანაცვლებას. იმის სწავლა, თუ როგორ უნდა გავუხანგრძლივოთ საგნებს სიცოცხლის უნარიანობა, როგორ ვიყიდოთ ნამდვილად ხარისხიანი ნივთები ძალზედ მნიშვნელოვანია. ზოგიერთი რამ რაც უნდა იქნას გათვალისწინებული როცა იწყებთ: პარსვას, ბანაობას, სახლში თმის ვარცხნილობების გაკეთებას, კერვას, ნადირობა და თევზაობა, შინა მეურნეობა და სახლში საკვების მზადება.

ნამდვილ დამოუკიდებლობას შეიძლება დასჭირდეს ათწლეულები, თუმცა ეს სავსებით ნორმალურია, რადგან დამოუკიდებლობა სავარაუდოდ არ უნდა იყოს თქვენი ერთადერთი მიზანი.

პრობლემა დამოუკიდებლად ცხოვრების

ურთიერთდამოკიდებულება არის და უნდა იყოს ისეთივე იდეალი ადამიანისათვის, როგორც დამოუკიდებლობა. ადამიანი არის საზოგადოების ნაწილი.

– მოჰანდას განდი

პირველი პრობლემა სრული დამოუკიდებლობის არის ის, რომ ადამიანს შეუძლია თვითონ (ან ოჯახი) გააკეთოს ყველაფერი. როდესაც ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ყველაფრის კეთებას სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ჩვენი ბუნებით ვერევით ყველაფერში, თუმცა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროში ვართ სპეციალისტები. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შეუძლია უამრავი სხვადასხვა რამით დაკავდეს ხშირ შემთხვევაში დაუძლეველ პრობლემებამდე მიდის. სხვა ადამიანის დაუხმარებლად ყველაფრის კეთება ძალზედ მოსაწყენია, მივყავართ უკმაყოფილო ცხოვრებამდე, გამოფიტვამდე და მუდმივად დროის უკმარისობამდე, რაც ხელს გვიშლის მივიღოთ სიამოვნება იმ ცხოვრებით, რომელიც ჩვენ შევქმენით.

შემდეგი პრობლემა დამოუკიდებლად ცხოვრების არის ის, რომ გიწევს მარტო ცხოვრება. ჩვენ სოციუმის ნაწილი ვართ და შესაბამისი მეცნიერებითა და კვლევებით დასტურდება, რომ ჩვენ ურთიერთდამოკიდებულები ვართ სხვა ადამიანებთან, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩვენი მენტალური, ემოციური მდგომარეობის, ფიზიკური ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნისათვის.

ჩვენ არ ვართ კუნძული. და იმ საზღვრებს გარეთ გასვლა, რაც ჩვენ თვითონ შევქმენით უმნიშვნელოდ გვიმსუბუქებს მდგრადი განვითარების, პოლიტიკური სტაბილურობის, ან ეკონომიკური კოლაფსის პრობლემებს.

დამოუკიდებელი საზოგადობა არის რეალური პასუხის დასმულ კითხვაზე

დამოუკიდებლობისათვის უკეთესი გზა არის პატარა საზოგადოების ჩამოყალიბება იმისათვის, რომ იმუშაონ ყველასაგან დამოუკიდებლად.

ჩვენი რესურსი არ უნდა იქნას მოპოვებული ათასობით კილომეტრის მოშორებით. ნამდვილი მდგარდი განვითარება ნიშნავს მრავალფეროვნებას სათემო, ასევე პიროვნულ დონეზე. დამოუკიდებელი საზოგადოების ფარგლებში მოთხოვნები მარტივად და ეფექტურად მიიღწევა, სათანადო დაგეგმარების, კოლაბორაციისა და თანამშრომლობის მეშვეობით.

საკვების მიწოდების პასუხისმგებლობა შეიძლება გადანაწილდეს თემის ყველა წევრზე. საცხოვრებლის აშენება შესაძლებელია ადგილობრივი მშენებლების მიერ. ტრანსპორტირება ძალიან მარტივია. ასევე დასაშვებია გარკვეული ბარტერული გაცვლები, მაგალითად: თემის ერთ წევრს შეუძლია მოქსოვოს წინა და გადაცვალოს ახალ კვერცხში, ხოლო მეორეს შეუძლია დაამზადოს ავეჯი და გადაცვალოს ის სხვა საჭირო საგანში.

შედარებით ბევრი ადამიანისაგან შემდგარი თემის შემთხვევაში შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას ისეთი მომსახურება, რომელიც თემის წევრებს პირდაპირ მოემსახურება, რაიმე ტიპის ექსპორტ-იმპორტის გარეშე. მათ შეუძლიათ იმუშაონ დამოუკიდებლად და დაგეგმონ ისეთი რაიონებში სიარული, სადაც ფეხით მისვლა არ იქნება რთული.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, ასევე სოციალური მოთხოვნებიც კმაყოფილდება. დამოუკიდებელი თემები მეგობრობენ, ერთობიან და დახმარებას უწევენ ერთმანეთს. ისინი მუდმივად ქმნიან მდგრადი განვითარების მთლიან სისტემას, რათა იცხოვრონ კარგად და დამოუკიდებლად.

გაუზიარე: