კლიმატის ცვლილება

დღესდღეობით ყველაზე მწვავე თემა, რაზეც კაცობრიობა დაობს „გლობალურ დათბობაა“, რაც კლიმატის ცვლით გამოიხატება. „გლობალური დათბობა“ ხშირად გამხდარა გარემოს დაცვითი სხვადასხვა მოძრაობის მოტივატორი. ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ გარემოს დაცვის დიდ მნიშვნელობას, ზოგიერთი თვლის, რომ აღნიშნულით არ მოგვარდება პრობლემა და ძალიან ცოტაა ის ვინც სვამს კითხვას: შეუძლია, თუ არა ადამიანს გარკვეული ღონისძიებების გატარებით შეაფერხოს კლიმატის ცვლილება და რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიებები?

„მოკლე მიმოხილვა კლიმატის ცვლილების მეცნიერების შესახებ“

წარმოიდგინეთ სათბური ზამთრის პერიოდში. მზის სხივი შუშიდან სათბურის შიგნით აღწევს მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ძალიან ცივა. მზე სათბურის ინტერიერს, მის ნიადაგს და მცენარეებს სწრაფად ათბობს.

იგივე შეიძლება ითქვას დედამიწის ატმოსფეროზეც. მზე ათბობს დედამიწის ზედაპირს და ატმოსფეროს, ამ სითბოს 70% უკან კოსმოსში ბრუნდება. წიაღისეული საწვავის წვისას გაფრქვეული სათბურის გაზები, ისეთები როგორიცაა, ნახშირორჟანგი, მეთანი, ა.შ. ატმოსფეროს გარს ეკვრის და შემოსული მზის სხივების უკან, კოსმოსში დაბრუნებას ხელს უშლის, ინახავს სითბოს, ანუ ქმნის „სათბურის ეფექტს“, შედეგად კი დედამიწაზე ტემპერატურა იზრდება. წიაღისეული რესურსების წვა აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს. საწვავის წვის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, სხვადასხვა გაზები, რომლებიც „სათბურის ეფექტს“ ქმნიან და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურას ზრდიან.

უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში (მას შემდეგ რაც განვითარდა ინდუსტრია/ე.წ. ინდუსტრიული რევოლუციის დაწყების შემდეგ) ატმოსფეროში აირების მოცულობა გაიზარდა 18-დან 148 პროცენტამდე ვინაიდან გაიზარდა ჩვენი დამოკიდებულება საწვავის წიაღისეულის მიმართ. აღნიშნული აირების ზრდა ნიშნავს, რომ უფრო მეტი სითბო აღწევს ჩვენს ატმოსფეროში, რაც ნელ-ნელა ზრდის გლობალურ ტემპერატურას და აღნიშნული პოტენციალით ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის უნარიანობა უფრო და უფრო რთული ხდება.

დედამიწის ატოსფერო ძირითადად ჟანგბადის და აზოტის აირებისგან შედგება, რომლებიც სათბურის აირებს არ განეკუთვნება. სათბურის ეფექტს ატმოსფეროს სხვა დანამატები იწვევს. თბური გამოსხივების ძირითადი შთანმთქმელები დედამიწის ატმოსფეროში არიან: წყლის ორთქლი (H2O), ნახშირორჟანგი (CO2) და ოზონი (O3). მნიშვნელოვანი შთანთქმის უნარი აქვთ აგრეთვე მეთანს (CH4), აზოტის ჟანგს (NO2) და ქლორფტორნახშირწყალბადებს, თუმცა მათი კონცენტრაცია ატმოსფეროში ნაკლებია.

სათბურის ეფექტი 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა, 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა. სათბურის ეფექტის გარეშე დედამიწის ზედაპირი დღევანდელთან შედარებით 30°–ით უფრო ცივი იქნებოდა. ითვლება, რომ XX საუკუნეში დედამიწის კლიმატის გლობალური დათბობა ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების კონცენტრაციის ზრდითაა გამოწვეული.

ქვემოთ წარმოდგენილია ადამიანის მიერ შეტანილი წვლილი კლიმატის შესაძლო ცვლილებისათვის:

  • ურბანიზაცია და ბუნებრივად წარმოქმნილი გავრცელების ადგილების მოსპობა ქალაქის განაშენიანებისათვის
  • ელექტროობა ან ენერგიის სხვა წყაროები, რაც წარმოებულია საწვავის, ნახშირის ან ბუნებრივი გაზის წვით
  • გაუმართავი და არაეფექტურად გამოყენებული ავტომობილები
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ცუდი დაგეგმარება და გარეუბნების ფართობის ზრდა, ქალაქებში ფეხით ან ველოსიპედით გართულებული ან საერთოდ შეუძლებელი გადაადგილება
  • ქარხნები და სამრეწველო მეურნეობა, მათი დამაბინძურებელი ნარჩენები კლავენ ბუნებრივ გავრცელების ადგილებს, ქიმიური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და ფუნგიციდების გამოყენება
  • ჩვენი უაღრესად თავისუფალი ცხოვრების სტილი, ცუდად დამუშავებული და ხანმოკლე დროით ვარგისი საქონელი, დაუზოგავი პიროვნული და კულტურული ჩვევები
  • არაჯანსაღი დამოკიდებულება ქიმიურ ნივთიერებებთან, რომლებიც გამოიყენება, როგორც პლასტმასის წარმოებაში, ასევე საწმენდ საშუალებებში და საკვებში
  • მშენებლობებისათვის, არაფრის მომცემი მეურნეობის, ქაღალდისაგან დამზადებული საქონლის წარმოების ან სხვა არასაჭირო „საგნების“ დამზადებისათვის ტყეების გაჩეხვა

და რაც ყველაზე მთავარია, არის კი ეს მნიშვნელოვანი?

არსებობს ეჭვი მასზედ, რომ ჩვენი პლანეტის ტემპერატურა ნელ ნელა მიიწევს ზემოთ. აგრეთვე, მიმდინარეობს სათბურის გაზების ზრდა. რთულია იმის გაგება, რატომ ხდება ასე და შეგვიძლია, თუ არა მოვიმოქმედოთ რაიმე იმისათვის, რომ შევაჩეროთ ან შევცვალოთ აღნიშნული პროცესი. გარკვეული დროს მანძილზე მეცნიერებმა არაერთხელ შეიცვალეს საკუთარი აზრი, ვინაიდან სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი. საუკუნეების, თუნდაც ათწლეულების შემდეგ უდავოდ გვეცოდინება უფრო მეტი იმის შესახებ, თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას ვიდრე ვიცით ამის შესახებ დღეს. აქედან გამომდინარე, დღეს რთულია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას?

აქვს კი მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ ვიცით გამომწვევი მიზეზი იმისა, თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას, დაგვეხმარება კი ეს იმის განსაზღვრაში, თუ როგორ მივხედოთ ჩვენს პლანეტას და მის რესურსს: ვაფერხებთ, თუ არა ხეტყის გაჩეხვის ან ბუნებრივად წარმოქმნილი გავრცელების ადგილების მოსპობის, ნავთობის წიაღისეულის არაეფექტურად, ან არაეკონომიურად გამოყენების დამოკიდებულებას ჩვენი ცხოვრების სტილით? ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ცვლილება აღნიშნულ პრაქტიკაში და არა იმიტომ, რომ ეს იწვევს კლიმატის ცვლას და მიუხედავად იმისა მოახდენს თუ არა ჩვენი მოქმედებები სერიოზულ გავლენას კლიმატის ცვლილებაზე მომავალში.

ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციოთ გარემოს დაცვა და არა იმიტომ, რომ გვეშინია, რომ თუ ასე არ ვიცხოვრებთ შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ეს არის სწორი არჩევანი.