IFAT – ახალი ტექნოლოგიები

2018 წლის მაისში გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ჩატარდა ალტერნატიული ვაჭრობის საერთაშორისო ფედერაციის (IFAT) ღონისძიება, სადაც გამოფენილი იყო უახლოეს გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, რომლთა დანერგვა და გამოყენება შეუძლია ინდუსტრიას. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მატულობს ბუნებრივი პრობლემები და ასევე, იზრდება ცნობიერება ბუნებრივი გარემოს მნიშვნელოვნობაზე. საზოგადოებაში გაჩნდა მუხტი და მოთხოვნა ისეთი ტექნოლოგიების გამოყენების, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ფლორაზე და ფაუნაზე ზიანს.

გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა სვენჯა შულძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანია შეშფოთებული რესურსების არასწორი განკარგვით.”ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რესურსები, როგორიცაა პლასტმასი, ქაღალდი და სხვა ოღონდ უფრო ეფექტურად, რათა თავიდან იქნას აცილებული გარემოში პლასტიკური და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურება.” ამის მიღწევაში ტექნოლოგიები დიდ როლს თამაშობს.
“IFAT წარმოგიდგენთ ჭკვიანი და ინოვაციური გარემოსდაცვით ტექნოლოგიებს, რომლებიც უკვე ბევრ ჩვენს გარემოსდაცვითი გამოწვევის გადაჭრის გზას წარმოადგენს.”

კომპანია “Sanitary” 3 დღის განმავლობაში ესწრებოდა ამ ღონისძიებას და  ნახა სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მეორადი ტიპის ნარჩენების გადასამუშავებელი ტექნოლოგიების გაცნობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ნარჩენები დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამჟამინდელი რეგულაციები  რიგი  ტიპის ნარჩენების დახარისხებასა და რეციკლირებას მოიცავს. მნიშვნელოვანი იყო იმ მიღწევების გაცნობა, რაც მსოფლიოში ნარჩენების გადამუშავებით ხდება. არსებული პრაქტიკის დახვეწით და მსოფლიო გამოციდლების გაზიარებით  შევძლებთ ამ სფეროში წრიული ეკონომიკის განვითარებას.