საყოფაცხოვრებო ხის ნივთების განახლება

ყოველწლიურად მსოფლიოში 15 მილიარდი ხე იჭრება – ავეჯის, ქაღალდის და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადების მიზნით. ბუნებრივი რესურსების არამდგრადი მოხმარება და ნარჩენების დიდი რაოდენობით წარმოქმნა მწვავე პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია ამ მხრივ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და შესაძლო რისკების გაანალიზება.

ერთ-ერთი გერმანული კომპანია “მანუფრაქტი” საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს თავის საქმიანობას, – რაც გულისხმობს მოთხოვნადი ეკოლოგიური პროდუქციის წარმოებას, ნარჩენების შემცირების გათვალისწინებით. ამისათვის კომპანია იყენებს ხის დამტვრეულ და დაზიანებულ მასალებს.

ბუნებაში ცოცხალ ორანიზმებს ხომ ბუნებრივად თვითაღდგენის უნარი აქვთ, როდესაც ისინი ზიანდებიან. გამონაკლისს არც ხეები წარმოადგენს წებოვანი ნივთიერების ე.წ ფისის საშუალებით. სწორედ ეს ბუნებრივი პროცესი კომპანიის ინსპირაცია გახდა, რომ ხელმეორედ გამოყენებადი გაეხადა ის ავეჯი, რომელიც გადასაგდებად იყო განწირული. გატეხილი და გაბზარული ხის ნაწილი იფარება (bio-resin) მცენარეულ ექსტრაქტზე დამზადებული ფერადი ნივთიერებით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და არატოქსიკური. გაშრობის შემდეგ ნივთიერება მაგრდება და გაყინული წყლის ან ქარვის ეფექტს იძენს. გამჭვირვალე ფისოვანი ნივთიერება საშუალებას გვაძლევს მასში ხის დეტალების დანახვის, რომელიც ესთეტიურად არის შერწყმული ერთმანეთთან. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია აღნიშნულ ტექნოლოგიას სხვადასხვა დაზიანებული ხის ნივთების აღსადგენადაც იყენებს.