რელიგია, სულიერება და გარემოს დაცვა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვლის, რომ რელიგიური ხედვა საკმაოდ შორსაა გარემოს დაცვისაგან, ეს მცდარი შეფასებაა, რადგან თითქმის ყველა რელიგიურ წიგნში ბიბლიიდან დაწყებული ყურანით დამთავრებული მიწაზე ზრუნვა ყველგან არის მოხსენიებული. აგრეთვე უმეტეს კერპთაყვანისმცემელ რელიგიაში ყველგან არის მოხსენიებული ბუნების თაყვანისცემა მათ შორის ბუდიზმშიც.

რელიგია და გარემოს დაცვა

როდესაც საქმე ეხება რელიგიასა და გარემოს დაცვას, რწმენა ხშირად კრიტიკის საგანი ხდება.

მე არ ვარ თეოლოგი ასე, რომ იმის მაგივრად, რომ შევეცადო განგიმარტოთ თითოეული რელიგია და მისი როლი გარემოს დაცვის საკითხებზე, უბრალოდ შევეხები სხვადასხვა ტექსტებსა და წყაროებს, რომლებიც მხარს უჭერენ გარემოს დაცვას, რელიგიას და სულიერებას.

ბუდიზმი

იმის გათვითცნობიერებით, თუ რა სატანჯველი შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის განადგურებამ მე საკუთარ თავზე ვიღებ დავადგინო ის გზები, თუ როგორ უნდა დავიცვათ ცხოველები, მცენარეები და მინერალები.

ქრისტიანობა

ვისაც არ უნდა კითხო იქნება ეს ცხოველი მიწაზე, ფრინველი ცაში, თუ თევზი ზღვაში ყველამ იცის და ყველა გეტყვის, რომ ეს ყველაფერი ღმერთის შექმნილია. მის ხელთ არის ყველა ცოცხალი არსების და მთლიანადა კაცობრიობის სიცოცხლე.

კონფუციზმი

დაე იყოს თანასწორობა და ჰარმონია სრულყოფილებაში და ბედნიერება სუფევდეს დედამიწაზე და ყველაფერი ხარობდეს და ყვაოდეს.

ინდუიზმი

ყველაფერი სამყაროში ღმერთს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე აიღე ის რაც შენ გჭირდება, რაც შენთვის არის განკუთვნილი. არ მოკიდო ხელი იმას, რაც იცი, რომ შენ კი არა სხვას ეკუთვნის.

ისლამი

მიუძღვენით თავი ერთგულებას და გაჰყევით ბუნებას, რომელიც შექმნა ალახმა, ბუნების შემდეგ მან შექმნა კაცობრიობა. გაუფრთხილდი ალახის შექმნილს.

ჯაინიზმი

აჰიმსა ანუ არაძალადობრივი ქმედება არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არ მოკლა, არამედ ნიშნავს ყველაფრისადმი მშვიდობიან დამოკიდებულებას. აჰიმსას ნამდვილი მნიშვნელობა არის მშვიდობა. არის მოსაზრება, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი რაც ცოცხალია და სადაც დასახლებულია ადამიანი, ასევე წყალი, ჰაერი, მიწა ჩვენს გარშემო ჩვენვე უნდა დავიცვათ. როგორ ვექცევით ჩვენ ამ ყველაფერს, მზრუნველობით?

იუდაიზმი

ადამიანს და ცხოველს ორივეს ერთი ბედი აქვთ: როდესაც ერთი კვდება მეორეც კვდება; ყველა სიცოცხლის ერთ ამოსუნთქვას იზიარებს.

სინტოიზმი

იყავი გულუხვი ყველა ცოცხალი არსების მიმართ, გიყვარდეს ღმერთის შექმნილი.

გარკვეულად ინსპირაციის წყაროა იმის ცოდნა, რომ მიუხედავად სხვადასხვა რელიგიური მრწამსისა და ხშირად კონფლიქტური სიტუაციისა ამის გამო ერთ რამეზე მაინც ვთანხმდებით ყველა, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმ პლანეტაზე სადაც ვცხოვრობთ.

გაუზიარე: