ადამიანის გავლენა გარემოზე

როდესაც კლიმატის ცვლილება და საწვავის ზღვარს გადაჭარბებული მაჩვენებელი განიხილება, გარემოს დაბინძურების გავლენა ადამიანებზე და ბუნებაზე გარდაუვალია. ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ბინძურდება, იკარგება ბუნებრივი ლანდშაფტი და ცხოველები ზიანისა და გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან. ბიომრავალფეროვნების დაკარგვა ზრდის დაავადების გაჩენის რისკს, ასევე უფრო სწრაფად ხდება ადამიანების მიერ გარემოს დაბინძურება, ვიდრე მისი აღდგენა.

რა არის ადამიანის ზეგავლენა გარემოზე?

ყველა ცოცხალ არსებას გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოზე. აქედან გამომდინარე, ადამიანის გავლენა გარემოზე გარდაუვალია. თუმცა ყველა არსება- მათ შორის ადამიანის საკუთარ ნიშანს ტოვებს მის გარშემო არსებულ სამყაროზე.

რა განსხვავებაა ადამიანებსა და სხვა ცოცხალ არსებებს შორის, ეს არის ჩვენი შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია შევზღუდოთ გარკვეული ქმედებები და თავი ავარიდოთ გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

უსაზღვრო და ვრცელია ინფორმაცია ადამიანის მიერ გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, თუმცა შევეცდებით მოკლედ გადმოგცეთ ამის შესახებ ინფორმაცია.

წყლის დაბინძურება

ყველაზე ნათელი მაგალითი ადამიანის მიერ გარემოზე უარყოფითი გავლენის არის წყლის დაბინძურება. აშკარაა, რომ უნდა გადავარჩინოთ წყალი, თუმცა ძალიან ცოტაა ვინც აცნობიერებს, თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ეს და აგრეთვე ძალიან ცოტამ თუ იცის რა ზომებია ამისთვის მისაღები. გავითვალისწინოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გარემოს დაცვითი პროგრამის შედეგად მიღებული ფაქტები:

  • დედამიწაზე არსებული წყლის რესურსიდან, მხოლოდ 2.5%-ია სუფთა (მტკნარი) წყალი.
  • აღნიშნული 2.5%-დან 1%-ზე ნაკლებია ჩვენთვის ხელმისაწვდომი.
  • თითოეულ ადამიანს საშუალოდ 50 ლიტრი სუფთა წყალი (სასმელი, საჭმლის მოსამზადებლად და სისუფთავის შენარჩუნების მიზნით) სჭირდება დღეში. აღნიშნულ მონაცემში არ არის გათვალისწინებული წყლის ის უხვი რაოდენობა, რაც საჭიროა სოფლის მეურნებისა და მეცხოველეობისათვის,
  • სუფთა წყლის 70% სარწყავი დანიშნულებით გამოიყენება.

ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევითი ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის მხოლოდ 2% -ია ორგანული. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 69% სუფთა წყლის მარაგის ბინძურდება ქიმიური პესტიციდებით, ჰერბიციდებით და მინერალური (ქიმიური) სასუქით, აგრეთვე წყალი გაჯერებულია გამოჟონილი საწვავისა და მძიმე მეტალების ნარჩენებით, რომელიც სამეურნეო მანქანა დანადგარების გამოყენებისაგან არის გამოყოფილი.

აღნიშნული ქიმიური ნივთიერებები ხელს უწყობენ მჟავიან წვიმას. მჟავიანი წვიმა საკმაოდ საშიშია ყველა ცოცხალი არსებისთვის, მას მავნე ზეგავლენა აქვს მცენარეებზე, ცხოველებზე და წყალზე, ასევე ადამიანებზე, შენობა-ნაგებობებზე და ქანდაკებებზეც კი. მჟავიანი წვიმა აგრეთვე აბინძურებს ჩვენს ისედაც ლიმიტირებული რაოდენობით არსებულ სუფთა წყალს და ამრიგად წყლის დაბინძურების ციკლი გრძელდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდეგი მიზეზები და შესაძლო წყაროები მოიცავენ:

  • ნალექებს, პათოგენებს და ბუნებრივი რესურსის შეცვლას, რომელიც გამოწვეულია სოფლის მეურნეობის აქტივობის და ჰიდროლოგიური ცვლილებების შედეგად (როგორიცაა კაშხალი)
  • ჭარბი მკვებავი საშუალებების, მეტალების და ორგანული ნივთიერებების გამდიდრება სოფლის მეურნეობის მოქმედების და ატმოსფერული დეპონირებისაგან (დამაბინძურებლების ერთი გარემოდან მეორე გარემოში გადასვლა მაგალითად, როგორიცაა წყლიდან ჰაერში)
  • მძიმე მეტალები (პირველ რიგში ვერცხლისწყალი), ჭარბი მკვებავი ნივთიერებები და „ორგანული ნივთიერებების გამდიდრება“ ინდუსტრიული და მუნიციპალური ნარჩენები („გადამუშავებული“ ან „გადაუმუშავებელი“ ნარჩენი წყალი გამოყოფილი ქარხნებისა და ინდუსტრიული საწარმოების კანალიზაციის სისტემიდან, რომელიც ჩაედინება ბუნებრივი წყლის წყაროებში).

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს მივყავართ მომწამლავ და დაუსახლებელ გარემომდე მცენარეებისა და წყლოვანი რესურსისათვის, ასევე გავლენას ახდენს ცხოველებზე და ადამიანებზე, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სუფთა წყლის არსებობა თუნდაც იმიტომ, რომ მიწა სადაც ის მცენარე იზრდება, რომელიც მათი გამოკვებისთვის არის საჭირო, ირწყვება დაბინძურებული წყლით.

მიწის დაბინძურება

მიწის დაბინძურება, მიწის ზედაპირისა და ნიადაგის დეგრადაცია გამოწვეულია ადამიანის მოქმედებებითა და ბუნებრივი რესურსების ბოროტად გამოყენებით. ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ურბანული განაშენიანება: იმისათვის, რომ მოხდეს საცხოვრებელი სახლების აშენება მოსახლეობისათვის ბუნებრივი არეალი ნადგურდება ძირითადად არაეფექტური და არასათანადო დაგეგმარების შესაბამისად. ურბანულ განაშენიანებას, როგორც წესი მოაქვს მიწის ფართობის გახარჯვა, სადაც რჩება პატარ პატარა ნაკვეთები, რომელთა გამოყენებაც შემდეგ გარკვეული უსარგებლო მიზნებისათვის ხდება (როგორიცაა გზები, დეკორატიული და უსარგებლო / გამოუყენებელი მიწის ფართობი).
  • სოფლის მეურნეობის უსარგებლო მეთოდები: ცხოველთა საშენები (ცხოველთა კვება-გამრავლების ოპერაციები) ფარგლებში, ქიმიური მკვებავი საშუალებების, ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენება, მონოკულტურების ზრდის მეთოდი (მხოლოდ ერთი მოსავალი სეზონიდან სეზონამდე) და ხეტყის გაჩეხვა სოფლის მეურნეობის გაფართოებისათვის, რაც ხელს უწყობს გარემოს დეგრადაციასა და დაბინძურებას.
  • პირადი მოხმარება: თანამედროვე კულტურა უფრო მეტ, დიდ და უკეთეს „ნივთებს“ ითხოვს, ასევე ჩვენი ურთიერთობა და ქცევები ბუნების მიმართ, მრეწველობის ზრდა, სწორედ ეს მიზეზები იწვევს მიწის დაბინძურებას და გარემოზე მავნე ზეგავლენას.
  • სამრეწველო საქმიანობა: ქიმიური პლასტმასის წარმოება, დაბალი ხარისხის პროდუქცია, გარემოს დაცვითი მიდგომები და მეთოდები (ე.წ. უკანონო ნაგავსაყრელები) და გამონაბოლქვი არამხოლოდ მიმდებარე ტერიტორიებს აბინძურებენ, არამედ შორეულ ტერიტორიებსაც კი სწვდება მათი მავნე ზეგავლენა.

არავინ ფიქრობს იმაზე, რომ არ იქნას ნაგავი დაყრილი უკანონოდ, შემცირდეს საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელის ტერიტორია, გადამუშავდეს სინთეტიკური მასალა, რადიოაქტიური ნარჩენები და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარებაზე.

ნიადაგის დაბინძურების ყველა მიზეზი თვით ადამიანია, რაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს იმ გარემოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ამრიგად მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია აღმოვფხვრათ ეს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ორი რამ, სწორი დაგეგმარება და ბუნებრივი რესურსის სწორი გამოყენება.

მაგალითად ორგანული და მდგრადი სოფლის მეურნეობის მეთოდების გამოყენებას შეუძლია შეამციროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საჭიროება. სუფთა ენერგიას მაგალითად ქარის ან მზის ენერგიას შეუძლია ნელ-ნელა ჩაანაცვლოს ნახშირის ან ბირთვული ქარხნების არსებობა.

და, როგორც მომხმარებლებმა ჩვენც შეგვიძლია შევამციროთ ჩვენი ადამიანის გავლენა გარემოზე სამრეწველო დანიშნულების ობიექტებისაგან უკეთესი ხარისხის პროდუქციისა და გარემოს დაცვის ნორმების დაცვის მოთხოვნით.

ჰაერის დაბინძურება

ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს 1990 -2008 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია შეგვიძლია გადმოგცეთ, რომ ჰაერის დაბინძურება მცირდება და ჰაერის ხარისხი უმჯობესდება.

  • ოზონის ხვრელი შემცირდა 14%-ით
  • ტყვია შემცირდა 78%-ით
  • აზოტის დიოქსიდი შემცირდა 35%-ით
  • ნახშირბადის მონოქსიდი შემცირდა 68%-ით
  • გოგირდის დიოქსიდი შემცირდა 59%-ით

თუმცა, 127 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს ისეთი ცხოვრების წესით სადაც ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული. და ზოგიერთ შემთხვევაში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტი აბსოლუტურად არ არის დაცული მაგალითად ოზონის ხვრელის შემთხვევაში. ისმის კითხვა: ჰაერის დაბინძურების რა ზღვრული მაჩვენებელია დასაშვები?

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ელექტრომობილების გამოყენება, რკინიგზისა და ქალაქის კარგი დაგეგმარებით საწვავზე მომუშავე ავტომიბილების, საჰაერო ტრანსპორტის ჩანაცვლება;
  • არსებული ქარხნების მოდერნიზაცია ან სხვა ტიპის განახლების მოდელი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ეკოლოგიურად დამაკმაყოფილებელი მეთოდოლოგიები, მაგალითად როგორიცაა მზის პანელები, ან ჰაერის ფილტრაციის სისტემები;
  • ცხოველების ფაბრიკების დახურვა და მათი ხელოვნური კვებიდან ბუნებრივ კვებაზე გადაყვანა, საძოვრების როტაცია, რათა შემცირდეს მეთანის გამოყოფა და დაბინძურება.

ჩვენი ჩარევითა და გარემოს დაცვითი მოქმედებების განხორციელებით ჩვენ შეგვიძლია დადებითი გავლენა მოვახდინოთ ჩვენი სამყაროს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. მხარი უნდა დავუჭიროთ კომპანიებს, რომლებიც იყენებენ ეკოლოგიურ ტექნოლოგიებს, სწორედ ჩვენ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი ტენდენციას აღნიშნულ სფეროში საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მისასვლელად. დაგეგმარებაში და სათანადო ზონებად დაყოფაში ჩართულობით ჩვენ შეგვიძლია გლობალური გავლენა მოვახდინოთ ადგილობრივ დონეზე. ნაკლები „ნივთების“ შეძენით, ცხოველთა ნაკლები პროდუქციის საკვებად გამოყენებით და საკვების შესაბამისი ფერმებიდან შეძენით, ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ სამყარო უკეთესი, სადაც მეგა-კორპორაციებსა და ლობისტებს, რომელთაც საერთოდ არ აღელვებთ ეკოლოგიური მდგომარეობა შეუსუსტდებათ გავლენა და მათი პროდუქცია ნაკლებად გაიყიდება.

ოზონის ხვერელი

ოზონი ჟანგბადის ალოტროპიული სახესხვაობაა. მას სასიამოვნო სუნი აქვს და ლურჯი ფერისაა თხევად მდგომარეობაში. ოზონი ელვის დროს წარმოიქმნება სტრატოსფეროში.

ოზონის შრე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და შენარჩუნებაში. ხმელეთზე სიცოცხლის გაჩენა 800 მილიონი წლის წინათ, შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოზონის შრემ გარკვეულ სისქეს მიაღწია.

ბოლო ხანებში ფრეონის ფართო გამოყენებამ აეროზოლის ბალონებში, მაცივრებსა თუ კონდიციონერებში გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ატმოსფეროში მოხვედრისას ეს აირები იშლებიან და წარმოქმნიან ქლორს, რომელიც, თავის მხრივ, აზიანებს და ანადგურებს ოზონის შრეს.

მომატებული ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს პლანქტონს, რომელიც თავის მხრივ თევზებისა და ზღვის ძუძუმწოვრების საკვებს წარმოადგენს და მათ არსებობას საფრთხეს უქმნის. ულტრაიისფერი გამოსხივების გაზრდა საზიანოა თვალებისათვის და ადამიანებში კატარაქტას იწვევს. შეიძლება კიდევ მრავალი სხვა მაგალითის დასახელება, მაგრამ რადიაციის ყველაზე უფრო ცნობილი საზიანო შედეგია კანის სიმსივნე. სტატისტიკის მიხედვით, ოზონის შრის 10%-ით შემცირება იწვევს კანის სიმსივნით დაავადებების 26%-ით გაზრდას.

ადამიანის გარემოზე ზეგავლენის შედეგები

უმეტესი ჩვენგანი ვერ აცნობიერებს რა შედეგი შეიძლება მოუტანოს დედამიწას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ და ფიქრობენ, რომ ჩვენი ასეთი მიდგომით სამყაროს განადგურება შეუძლებელია. პლანეტა ყოველთვის იარსებებს და მოერგება ყველა პირობას.

თუმცა ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ კონკრეტულ პირობებს, რომლებიც გვაქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები წყალზე და საკვებზე, რომლებსაც ესაჭიროება გარკვეული ტემპერატურის დიაპაზონი და ასევე ჩვენ გვესაჭიროება სუფთა ჰაერი.

ამრიგად, კითხვა არ უნდა დაისვას გაუძლებს, თუ არა დედამიწა ადამიანის ზეგავლენას გარემოზე, არამედ საკითხი უნდა დადგეს შემდეგნაირად: შეცვლით თუ არა ჩვენ გარემოს მიმართ დამოკიდებულებას, თუ ჩავთვლით, რომ კაცობრიობა (ან სხვა ცოცხალი ორგანიზმები) გადაშენების ზღვარზე დგას?

ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ადამიანის გარემოზე გავლენას მოიცავს გეხმარებათ თქვენ მიხვდეთ და შეცვალოთ თქვენი აზრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი შექმნილი მოსაზრება კი არა არამედ არის ის თუ როგორ შეცვლით აღნიშნულით თქვენი ცხოვრების სტილს.

გაუზიარე: