ქაღალდის დაზოგვა

იაპონელმა ინჟინრებმა ქაღალდის დაზოგვის მიზნით შექმნეს ეკო (PrePeat) “პრიპეტ” პრინტერი. “პრიპეტ” პრინტერის ეკოლოგიურობას ის განაპირობებს, რომ ბეჭდვისას არ საჭიროებს კატრიჯსა და საოფისე ქაღალდს. ეკომეგრობული პრინტერისთვის შექმნეს ქაღალდის ალტერნატიული საბეჭდი მასლა, რომელიც “PET” პოლიეთილენისგან არის დამზადებული და მისი გამოყენება სულ მცირე 1000-ჯერ არის შესაძლებელი.

“პრიპეტ” პრინტერი აღჭურვილია სპეციალური სითბური თავაკით და ღილაკებით, რომელზეც წარწერებია “ბეჭდვა”, “გასუფთავება” და “გასუფთავება და ბეჭდვა” – მე-3 ღილაკით ორი პროცესი ერთდროულად ხორციელდება.

ქაღალდზე განმეორებითი ბეჭდვისას მოწყობილობა ძველ ტექსტს შლის და მასზე ახალ ინფორმაციას ბეჭდავს. პრინტერს ჯერ მხოლოდ შავად ბეჭდვის ფუნქცია აქვს. მწარმოებლებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი მოწყობილობის შექმნა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაუზიარე: