საქართველოში კომპანია სანიტარი ერთ-ერთი მოწინავეა ნარჩენების მართვაში. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს არა მარტო სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვნად ვზრუნავთ გარემოზე. ზუსტად ამ მიზნით, ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს. დღეს, 7 თებერვალს წარმატებით გაეშვა მზის პანელები, რომლის ჯამური სიმძლავრე შეადგენს 15,75 კვტ-ს. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ უფრო საინტერესო სიახლეებს. იზრუნე გარემოზე, გაუფრთხილდი შენს ქვეყანას.
