თუ თქვენი ტუალეტი 1992 წელს ან უფრო ადრე იქნა მოწყობილი, თქვენ სავარაუდოდ ძალიან არაეფექტური მოდელის უნიტაზის მფლობელი ხართ. კერძოდ, ის იყენებს 13 – 25 ლიტრ წყალს ერთ ჩასხმაზე, ხოლო ახლები ბევრად ეკონომიურია და იყენებენ დაახლოებით 5 ლიტრა წყალს ერთ ჩასხმაზე.
ძველი საშხაპე საშუალება აგრეთვე ძალიან არაეკონომიურია ის იყენებს დაახლოებით 12 ლიტრ ან უფრო მეტ წყალს წუთში. ახალი ეკონომიური მოდელები კი იყენებენ 7 ან უფრო ნაკლებ ლიტრს წუთში. ოჯახს ახალი მოდელის გამოყენებით შეუძლია 76,000 ლიტრი წყლის დაზოგვა ყოველწლიურად.
5 წუთზე მეტ ხანს მოშვებული ონკანი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს ვიდრე 60 ვატიანი ნათურა მოიხმარს 14 საათის განმავლობაში.
სავსე აბაზანა საჭიროებს დაახლოებით 250 ლიტრ წყალს, ხოლო სანამ 5 წუთიან შხაპს მიიღებთ, დაახლოებით 40-90 ლიტრა წყალი იხარჯება.