ჭურჭლის სარეცხი მანქანა დღეისათვის საშუალოდ 25 ლიტრ წყალს ხარჯავს ერთ დატვირთვაზე. ხელით რეცხვით კი 10 წუთის განმავლობაში დაახლოებით 80 ლიტრი წყალი იხარჯება.
თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანები დაახლოებით 95%-ით მეტად ეფექტურია ელექტრო ენერგიის გამოყენებაში, ვიდრე ისინი, რომლებიც 1972 წელს იქნა გამოშვებული. ასე, რომ ვინაიდან ბოლო დროს გამოშვებული ჭურჭლის სარეცხი მანქანები, როგორც ელექტრო ენერგიის მოხმარებით, ასევე ხარჯის მხრივ უფრო ეკონომიურია უმჯობესი იქნება თუ ძველს ახლით შეცვლით.