მაქსიმალურად დაზოგე ქაღალდი! შეენ შეგიძლია ყველა შენი ანგარიში, ჩეკი და საბანკო წერილი, ასევე ენერგო კომპანიების შეტყობინება მიიღო ონლაინ რეჟიმში ან ელექტრონული ფოსტით. გახსოვდეს: არ ამობეჭდო დოკუმენტი, თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. შენ აგრეთვე შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო ნებისმიერი ქაღალდის ან ბარათის გადამუშავების პროცესში, მათი მოგროვებით და შემდეგ მაკულატურის შესაბამის მიმღებ პუნქტში ჩაბარებით.