კომპანია სანიტარს გააჩნია ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია აღადგინოს გლაიკოლი/გამოყენებული ანტიფრიზი.
პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ხდება ლაბორატორიული ანალიზის აღება, რათა მოხდეს წყლის შემცველობის დადგენა და ამის შემდეგ იწყება ამ აპარატით მისი გადამუშავება.
პროცესის მიმდინარეობისას წყალი და გლაიკოლი ერთმანეთისგან გამოიყოფა და სხვდასხვა სპეციალურ თხევადი ნარჩენების კონტეინერში ისხმება. პროცესის ბოლოს ხდება სპეციალური სითხის შერევა, რის შემდეგაც ხდება მეორადი ანალიზების აღება, რათა დადგინდეს პროცესის გამართულობა. მიღებული მეორადი ნარჩენი არ წარმოადენს საფრთხეს ადამიანისთვის და მრავალი გამოყენება შეიძლება მოეძებნოს.