დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ერთ-ერთ ობიექტზე მოხდა ავზიდან საწვავის დაღვრა, რამაც გამოიწვია ნიადაგის ფენის დაბინძურება. კომპანია სანიტარი და EUMM-ი ერთმანეთთან აქტიურად რამოდენიმე წელია თანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენ მივაწოდეთ ორგანიზაციას ბიორემედიაციის სერვისი, რომელიც გულისხმობს ნავთობით დაბინძურბეული ნიადაგის გაწმენდასა და აღდგენას, რომელიც აღარ წარმოადგენს ადამიანისთვის, ბუნებისთვის და სხვა ორგანიზმებისთვის საშიშროებას. განხორციელდა შემდეგი აქტივობები. პირველრიგში მოხდა ნიადაგის ფენის მოჭრა და შემდგომში კომპანია სანიტარის ტერიტორიაზე გადატანა, რომლის საბოლოო გაწმენდას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება.