კომპანია სანიტარი საქმიანობას ორ ობიექტზე ეწევა. საქმიანობის განხორციელებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროსგან სპეციალური ნებართვები აქვს აღებული. ამ ნებართვების საფუძელზე გაწერილია მოთხოვნები, რომლებიც კომპანიას სპეციალური ნორმების დაცვასა და კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში ყოფნას ავალდებულებს. შესაბამისად ვცდილობთ მეტად მკაცრი პოლიტიკა გავატაროთ ამ მიმართულებით.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ჩვენ მიღებული გვაქვს ISO (14001:2015) ; ISO (9001:2015 ) სერიტიფიკატი გარემოსდაცვითი და ხარისხის სფეროში, რაც ცხადყოფს სურვილს ჩვენი საქმიანობა იყოს გარემოსთვის ნაკლებ ზიანის მიმყენებელი. ასევე, დანერგილი გვაქვს ყოველთვიური აუდიტისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი – დაუყოვნებლივ ხდება მისი გამოსწორება.ჩვენ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი უნარების განვითარებაზე მუდამ ვზრუნავთ, რადგან ვთვლით, რომ პროექტის კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შესასრულებლად აუცილებელია პერსონალი იყოს, რაც შეიძლება მეტად ინფორმირებული და კვალიფიციური.