იყავი დამოუკიდებელი

გარემოს დაცვა და მდგრადი ცხოვრების წესი დამოუკიდებლად შეუძლებელია. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ნამდვილად მდგრადი ცხოვრების წესით იცხოვროს მან უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ყველაფერი იაფფასიანი და არასათანადო ინფრასტრუქტურით, იაფი საწვავით და არასათანადო პოლიტიკური გარიგებებით არ მიიღწევა. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება საჭიროებს, როგორც პოლიტიკურად სწორ მიდგომას, ასევე განახლებადი ენერგიების გამოყენებას, მიწის მდგრად განვითარებას, როგორც საკუთარი, ასევე სხვა შესაბამისი რესურსების გამოყენებით.

დაწვრილებით „იყავი დამოუკიდებელი“

რელიგია, სულიერება და გარემოს დაცვა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვლის, რომ რელიგიური ხედვა საკმაოდ შორსაა გარემოს დაცვისაგან, ეს მცდარი შეფასებაა, რადგან თითქმის ყველა რელიგიურ წიგნში ბიბლიიდან დაწყებული ყურანით დამთავრებული მიწაზე ზრუნვა ყველგან არის მოხსენიებული. აგრეთვე უმეტეს კერპთაყვანისმცემელ რელიგიაში ყველგან არის მოხსენიებული ბუნების თაყვანისცემა მათ შორის ბუდიზმშიც.

დაწვრილებით „რელიგია, სულიერება და გარემოს დაცვა“

მინიმალიზმი

ზოგიერთი არჩევს საკუთარი ცნობიერება მხოლოდ საკუთარი სახლის ინტერესებზე განავრცოს და მარტივი ცხოვრების წესით უპასუხოს კითხვას „რატომ დავიცვათ გარემო“? აღნიშნული მინიმალისტური ცხოვრების წესი მოიცავს ვალდებულებას ცხოვრების სირთულეების შემცირების შესახებ და აღნიშული ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანები საკუთარ თავს აძლევენ საშუალებას ყურადღება გაამახვილონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება. ბუნებასთან მეტი კავშირით და ნაკლები მოხმარებით ისინი ამცირებენ გარემოს მავნე გავლენის ალბათობას.

დაწვრილებით „მინიმალიზმი“

ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება

ყოველ კვირას ჩვენ ვკითხულობთ ახალ კვლევას, სადაც განმარტებულია თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ზოგიერთი ეკოლოგიური ფაქტორი ჩვენს ჯანმრთელობაზე, ან აღმოჩენილია საფრთხე, რომელსაც ჩვენი ერთერთი საყოფაცხოვრებო პროდუქტი, ან მოვლის საშუალება იწვევს. კიბო დაუკავშირეს გამწმენდ საშუალებას, დემენცია (ტვინის ორგანული დაზიანება) ანტი-პერსპირანტს, ჯანსაღი პროდუქციის ნაკლებობას, ხოლო ასთმა – ჰაერის დაბინძურებას. რატომ არ უნდა დავიცვათ გარემო, თუ არა ჩვენი ჯანმრთელობისათვის პირველ რიგში?

დაწვრილებით „ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება“

ადამიანის გავლენა გარემოზე

როდესაც კლიმატის ცვლილება და საწვავის ზღვარს გადაჭარბებული მაჩვენებელი განიხილება, გარემოს დაბინძურების გავლენა ადამიანებზე და ბუნებაზე გარდაუვალია. ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ბინძურდება, იკარგება ბუნებრივი ლანდშაფტი და ცხოველები ზიანისა და გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან. ბიომრავალფეროვნების დაკარგვა ზრდის დაავადების გაჩენის რისკს, ასევე უფრო სწრაფად ხდება ადამიანების მიერ გარემოს დაბინძურება, ვიდრე მისი აღდგენა.
დაწვრილებით „ადამიანის გავლენა გარემოზე“

კლიმატის ცვლილება

დღესდღეობით ყველაზე მწვავე თემა, რაზეც კაცობრიობა დაობს „გლობალურ დათბობაა“, რაც კლიმატის ცვლით გამოიხატება. „გლობალური დათბობა“ ხშირად გამხდარა გარემოს დაცვითი სხვადასხვა მოძრაობის მოტივატორი. ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ გარემოს დაცვის დიდ მნიშვნელობას, ზოგიერთი თვლის, რომ აღნიშნულით არ მოგვარდება პრობლემა და ძალიან ცოტაა ის ვინც სვამს კითხვას: შეუძლია, თუ არა ადამიანს გარკვეული ღონისძიებების გატარებით შეაფერხოს კლიმატის ცვლილება და რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიებები?

დაწვრილებით „კლიმატის ცვლილება“