მყარი რეციკლირებადი ნარჩენი

კომპანია სანიტარი ახდენს მყარი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და სეგრეგაციას ნარჩენის სეპარაციის უბანზე. მიღებული ნარჩენიდან ხდება მეტალის, ქაღალდის, პლასტამასის, შუშის და სხვა არასახიფათო ნარჩენის გამოცალკევება, რათა შემდგომში მოხდეს მათი რეციკლირება და მეორადი გამოყენება. ხოლო ის ნარჩენი, რომელიც არ რეციკლირდება, სპეციალურ აპარატის მეშვეობით იპრესება და იგზავნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელზე განსათავსებლად.

ნარჩენების კომპლექსური მართვის კონცეფციის მიხედვით, საყოფაცხოვრებო ნარჩენები შედგება სხვადასხვა კომპონენტებისაგან, რომელიც იდეალურ შემთხვევაში არ უნდა შეერიოს ერთმანეთს და მათი რეციკლირება უნდა მოხდეს განცალკევებით, ყველაზე იდეალურ ეკოლოგიური და ეკონომიკური მიდგომებით.

ნარჩენების რეციკლირება წარმოადგენს რესურსდაცვითი ტექნოლოგიის ძირითად რგოლს. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენის რეციკლირება – ეს არის ამ ნარჩენის გადამუშავება მისგან სასარგებლო პროდუქციის მიღების მიზნით, რომელსაც მოეძებნება მეორადი გამოყენება.

გაუზიარე: