დაბინძურებული მიწის ბიორემედიაცია

ნავთობით დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდისთვის, სანიტარის ბაზაზე შექმინილია სპეციალური მოედანი, სადაც ხდება განთავსება და შემდეგ სპეციალური ქიმიური მინარევებით მისი გასუფთავება. ნავთობით დაბინძურებული ნიადაგების ბიორემედიაციის პროცესი შედგება ორი სტადიისაგან: პირველ სტადიაზე დაბინძურებულ ნიადაგს ათავსებენ რკინაბეტონისგან დამზადებულ მოედანზე. გაშლის შემდეგ ნიადაგში შეაქვთ, შეძლებისდაგვარად თანაბრად, დამზადებული, დაპანტენტებული პრეპარატი და სოკოები, რომელიც იყენებს ნავთობდესტრუქტორი მიკოორგანიზმების ბიომასის დაგროვების მეთოდს. პრეპარატის შეტანის შემდეგ მორიგეობით იქმნება ანაერობული და აერობული პირობები.. დაწვრილებით „დაბინძურებული მიწის ბიორემედიაცია“

ლუმინისცენტური ნათურების განადგურება

სახიფათო ნარჩენები საშიშია გარემოსთვის და ადამიანისთვის. არის რიგი მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ ისეთ სახიფათო ნივთიერებებს, როგორიცაა ვერცხლისწყალი. შპს „სანიტარს“ გააჩნია დანდგარი, რომელსაც შეუძლია ფლუროსცენციულ ნათურებში არსებული ვერცხლის წყლის ფილტრაცია და ნათურის არასახიფათო ნარჩენად გადაქცევა, რომელიც ხორციელდება ჰერმეტულად დახურულ სისტემაში, რათა არ მოხდეს მისი გაფანტვა ჰაერში. დაბინძურებული ფილტრები თავსდება სპეციალურ მეტალის კასრებში და ინახება ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომავალში უტილიზაციის მიზნით..

დაწვრილებით „ლუმინისცენტური ნათურების განადგურება“

ნარჩენების განთავსებისა და დაღვრის საწინააღმდეგო საშუალებები

საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად აუცილებელია ნარჩენების დახარისხებისას გამოიყენებულ იქნეს სპეციალური ყუთები/ურნები. კომპანია „სანიტარს“ აქვს სხვადასხვა ტიპის ურნები სხვადასხვა სახის ნარჩენების განსათავსებლად. ასევე სპეციალურად დამზადებული მაღალი მდგრადობის ცელოფნის პარკები, რომელიც აუცილებელია ნარჩენის სეგრეგაციისას. დაწვრილებით „ნარჩენების განთავსებისა და დაღვრის საწინააღმდეგო საშუალებები“

ბიოტუალეტების სერვისი

კომპანია სანიტარი მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალი ხარისხის პორტატული და სტაციანალური ბიოტუალეტებით მომსახურებას გთავაზობთ..

მომსახურეობაში შედის როგორც საერთაშორისო სტანდარტის ბიოტუალეტების ნებისმიერ ადგილზე მიწოდება, ასევე მომსახურეობის სერვისი მოთხოვნის შესაბამისი სიხშირით.

მომავლის ინოვაციური ეკოსამაჯური

თანამედროვე სამყაროში მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. დაბინძურებული გარემო პირდაპირ ისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

დაწვრილებით „მომავლის ინოვაციური ეკოსამაჯური“

კომპოსტირების ინოვაციური ტექნოლოგია

ნიადაგის ბუნებრივად განოყიფერების ყველაზე კარგ საშუალებას კომპოსტი წარმოადგენს. ეს გახლავთ ბიო სასუქი, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ეფექტურია, აუმჯობესებს მცენარის იმუნიტეტს მავნებლების მიმართ.

დაწვრილებით „კომპოსტირების ინოვაციური ტექნოლოგია“

პოლიეთილენის პრევენცია – გარემოზე ნაკლები ზიანი

პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია. ყოველ წელს გლობალურად 1 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება. მის სრულად დაშლას მრავალი ასეული წელი სჭირდება და დიდ ზაინს აყენებს ბუნებას და იქ მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს. დაწვრილებით „პოლიეთილენის პრევენცია – გარემოზე ნაკლები ზიანი“

სახიფათო ნარჩენის ინსინერაცია / განთავსება

სახიფათო ნარჩენი საყოფაცხოვრებო ნარჩენთან შედარებით ბევრად საშიშია, რადგან ის შეიცავს სხვადასხვა სახის ქიმიურ და ტოქსიკურ დამაბინძურებლებს. მან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ცოცხალი ორგანიზმების დაავადება და სხვა საშიში პროცესების პროვოცირება. დაწვრილებით „სახიფათო ნარჩენის ინსინერაცია / განთავსება“

გაუმჯობესებული ეკოშენობები

ნაგავსაყრელზე ყველაზე დიდი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენები გროვდება. მათი უმრავლესობა არ არის ბიოდეგრადირებადი და ბუნებრივად დაშლას დაახლოებით 450 წელი სჭირდება. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მუდმივად ცდილობენ, რომ ნარჩენების ეს სახეობა მრავალმხრივ გამოყენებადი გახადონ.

დაწვრილებით „გაუმჯობესებული ეკოშენობები“

დაბინძურებული წყლის გაწმენდა / ტრანსპორტირება

კომპანია სანიტარს გააჩნია სპეციალური ავზები, სადაც ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი იწმინდება და ასევე ჩვენ შეგვიძ₾ია თხევდი ნარჩენის ტრანსპორტირება.

ქიმიური ნივთიერებით დაბინძრებული წყლის ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს შემდეგ ოპერაციებს: დაწვრილებით „დაბინძურებული წყლის გაწმენდა / ტრანსპორტირება“

სამშენებლო

შპს „სანიტარი“ ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები. ჩვენ ვემსახურებით კერძო და  საჯარო სექტორის წარმომადგენლებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანია სანიტარს მიღებული აქვს საერთაშორისო აისოს (ISO 90001:2008) ხარისხის სერთიფიკატი. დაწვრილებით „სამშენებლო“

ქაღალდის დაზოგვა

იაპონელმა ინჟინრებმა ქაღალდის დაზოგვის მიზნით შექმნეს ეკო (PrePeat) “პრიპეტ” პრინტერი. “პრიპეტ” პრინტერის ეკოლოგიურობას ის განაპირობებს, რომ ბეჭდვისას არ საჭიროებს კატრიჯსა და საოფისე ქაღალდს. ეკომეგრობული პრინტერისთვის შექმნეს ქაღალდის ალტერნატიული საბეჭდი მასლა, რომელიც “PET” პოლიეთილენისგან არის დამზადებული და მისი გამოყენება სულ მცირე 1000-ჯერ არის შესაძლებელი. დაწვრილებით „ქაღალდის დაზოგვა“

სოფლის მეურნეობა და ჯანსაღი კვება

დღესდღეობით სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსაყვანად ქიმიური ნივთიერებები აქტიურად გამოიყენება, იმისათვის რომ პროდუქტი მარკეტინგულად მომგებიანი იყოს – მალე დამწიფდეს, უფრო დიდ ზომას მიაღწიოს ან მეტი გამძლეობა შეიძინოს. ყველა მცენარეს ნიტრატების დაგროვების საკუთარი კოეფიციენტი აქვს. ბოსტნეულს შეუძლია უფრო მეტის შეთვისება, ვიდრე მარცვლეულსა და ხილს. ნიტრატები საფრთხეს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც დასაშვებ ნორმას აღემატება. ადამიანებისთვისაც ნიტრატის დასაშვები ნორმა კორელაციაში უნდა იყოს წონასა და ასაკთან.

დაწვრილებით „სოფლის მეურნეობა და ჯანსაღი კვება“

გარემოს დაცვითი

შპს „სანიტარ“- ი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებული აქვს მრვალი გარემოსდაცვითი პროექტი. მიღებული გვაქვს საერთაშორისო აისო (ISO 14001:2004) გარემოსდაცვითი სერთიფიკატი. საქართველოში აშენებული გვაქვს პირველი ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი. დაწვრილებით „გარემოს დაცვითი“

გამოიყენე ნაკლები ქაღალდი

მაქსიმალურად დაზოგე ქაღალდი! შეენ შეგიძლია ყველა შენი ანგარიში, ჩეკი და საბანკო წერილი, ასევე ენერგო კომპანიების შეტყობინება მიიღო ონლაინ რეჟიმში ან ელექტრონული ფოსტით. გახსოვდეს: არ ამობეჭდო დოკუმენტი, თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. შენ აგრეთვე შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო ნებისმიერი ქაღალდის ან ბარათის გადამუშავების პროცესში, მათი მოგროვებით და შემდეგ მაკულატურის შესაბამის მიმღებ პუნქტში ჩაბარებით.

დაწვრილებით „გამოიყენე ნაკლები ქაღალდი“

ეკოლოგიურად სუფთა საჩუქარი

როდესაც საჩუქარს ჩუქნი გაითვალისწინე გარემო და მოიძიე ისეთი საჩუქარი, რომელიც ისეთი კომპანიის მიერ არის დამზადებული, რომელიც იცავს გარემოს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ხართ, თქვენ სწრაფად შეძლებთ იპოვოთ ისეთი კომპანია და შეიძინოთ მისგან საჩუქარი, რომელიც იცავს გარემოს და ასევე აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას.

დაწვრილებით „ეკოლოგიურად სუფთა საჩუქარი“

გადაარჩინეთ ფუტკრები

უამრავი გარემოს დაცვითი ღონისძიება არსებობს, რაშიც ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფუტკრების გადარჩენა. ეს პატარა მწერები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი სამყაროსთვის, თუმცა ისინი პესტიციდების მიღების გამო იღუპებიან. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თაფლი, რათა გარკვეული წვლილი შეიტანოთ ფუტკრების გადარჩენაში.

დაწვრილებით „გადაარჩინეთ ფუტკრები“

პოლიეთილენის პარკების გადაყრა

პოლიეთილენის პარკი საკმაოდ აბინძურებს გარემოს. როგორც წესი 100 მილიარდი პოლიეთილენის პარკი გამოიყენება ამერიკაში ყოველწლიურად და აქედან მხოლოდ 1-3 % გადამუშავდება.

დაწვრილებით „პოლიეთილენის პარკების გადაყრა“