Asset 2

მინიმალიზმი

ზოგიერთი არჩევს საკუთარი ცნობიერება მხოლოდ საკუთარი სახლის ინტერესებზე განავრცოს და მარტივი ცხოვრების წესით უპასუხოს კითხვას „რატომ დავიცვათ გარემო“? აღნიშნული მინიმალისტური ცხოვრების წესი მოიცავს ვალდებულებას ცხოვრების სირთულეების შემცირების შესახებ და აღნიშული ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანები საკუთარ თავს აძლევენ საშუალებას ყურადღება გაამახვილონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება. ბუნებასთან მეტი კავშირით და ნაკლები მოხმარებით ისინი ამცირებენ გარემოს მავნე გავლენის ალბათობას.

რა არის მინიმალისტური ცხოვრების წესი?

მიუხედავად იმისა, რომ მინიმალისტური ცხოვრების წესით მცხოვრებნი ფლობენ ტენდენციას განსაზღვრონ ხელოვნება, დიზაინი ან არქიტექტურა, ისინი აგრეთვე ირჩევენ მოკრძალებული და მარტივი ცხოვრების წესს.

აღნიშნული ტიპის ცხოვრების წესი მოიცავს პირად არჩევანს და რწმენას საჭიროების შესაბამისად, ცხოვრების ტემპს, რომელიც საჭიროებს ნაკლებ საშუალებებს, იქნება ეს ფული თუ „ნივთები“, რაც თავის მხრივ ნაკლებად ყურადღების გაფანტვას და ასევე სტრესს გულისხმობს.

მინიმალისტური ცხოვრების უკან მდგომი პრინციპული საფუძვლები

რამდენად ხშირად ვგრძნობთ თავს სტრესულ მდგომარეობაში, გადატვირთულად და გამოფიტულად? ნივთების რაოდენობა, რასაც ჩვენ ვფლობთ ან მოგვიწევს ზრუნვა, უსასრულო ქმედებები რომელთა კეთებაც გვიწევს და სამუშაო, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი თანამედროვე ცხოვრების წესი, გვიტოვებს ბევრ მსგავს შეგრძნებას.

მინიმალიზმს პასუხი გააჩნია ბევრი ადამიანის კითხვაზე.

არასასურველი ყურადღების გამფანტველი ფაქტორების შემცირებით, მინიმალისტური ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანები საკუთარ მოქმედებებს და მათ მიერ გამოწვეულ გავლენას აცნობიერებენ და ახსოვთ ისინი, აღიარებენ ან აფასებენ იმ შემთხვევებს, რომლებიც მნიშვნელოვანია და ინარჩუნებენ კავშირს მათთან ვინც სულიერად ახლოს არის მათთან, ან მათთვის საყვარელ ადამიანებთან.

ზოგიერთს შეუძლია აირჩიოს მარტივი, მოკრძალებული ცხოვრების წესი საჭიროების მიხედვით: იმისათვის, რომ თვიდან თვემდე მივიდეს, მათ უნდა შეამცირონ საცხოვრებელი ან სხვა არსებული ხარჯები.

ხოლო ზოგიერთი ხედავს ზედმეტად უნაყოფო ან სამომხმარებლო ჩვევებს, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ გარემოზე და ირჩევენ მინიმალისტური ცხოვრების წესს, რათა იცხოვრონ საფრთხის გარეშე.

მინიმალისტური ცხოვრების წესის მაგალითები

მინიმალისტური ცხოვრების წესი განსხვავებულია ყველა ადამიანისათვის. რაც შეიძლება ერთი პიროვნებისათვის იყოს ძალიან ბევრი სხვისთვის ის შეიძლება აუცილებლობას წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე, მინიმალიზმის კონკრეტული მოქმედებებით განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა აღნიშნული ტიპის ცხოვრების წესში არსებობს ისეთი თემები, რაც ყველასთვის ერთია.

  • ადამიანის სახლი უფრო პატარაა ვიდრე ის ჩანს, შესაძლოა სულ რამდენიმე ნაბიჯია განკუთვნილი ერთი ადამიანისათვის. ის, როგორც წესი იაფი ავეჯით არის აღჭურვილი ხშირად მეორადი საშუალებებითაც კი, ასევე ძალიან მარტივად არის მორთული.
  • ისინი შეიძლება ფლობენ ან არ ფლობენ ავტომობილს. ისინი ვინც ფლობენ, მათი ავტომობილები მცირე ზომისაა, არ არის ძვირი და მდიდრული. ხოლო ისინი ვინც არ ფლობს ავტომობილს, იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დადიან ფეხით, ან ველოსიპედით.
  • მათი ტანსაცმელი ხშირად არ არის მოდური და დიზაინერების მიერ შექმნილი, ხშირად მეორადია და როგორც წესი ვიზუალურად და სტილით საკმაოდ მარტივი და არა მიმზიდველია. მოდურობას ხშირად კომფორტულობას ამჯობინებენ და ფასიც საკმაოდ დაბალი აქვს.
  • მინიმალისტური ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანები ხშირად იკვებებიან სეზონური და ადგილობრივი საკვებით, რაც საკმაოდ მარტივად მზადდება, შეფუთულია ძალიან პატარა შეფუთვით ან საერთოდ არ არის შეფუთული და პროდუქტისათვის ძირითადად პატარა ფერმებს მიმართავენ. შესაძლებელია საკვები პროდუქტების თვითონაც მოყავთ ან პოულობენ ისეთ ფერმერებს, რომლებიც მისდევენ მსგავსი ცხოვრების წესს და მარტივ ფერმერობას ეწევიან.
  • აღნიშნული ცხოვრების წესი ცხოვრების შენელებასაც ნიშნავს. ნაკლებად აქვს მსგავსი ტიპის ოჯახებს წინსვლა, ნაკლები ვალდებულებები აქვთ შესაბამისად მეტ დროს ატარებენ ოჯახში. ვარჯიშისათვის შესაძლებელია მიმართავენ უფრო ნელ და მედიტაციურ საშუალებებს მაგალითად სირბილს ან იოგას. მეტი დრო რჩებათ სტრესის მოსახსნელად და ცხოვრებისეულ ამოცანებში გასარკვევად.

მიუხედავად იმისა, თუ რატომ ირჩევს ადამიანის ცხოვრების ამ წესს, ან თუ როგორ მისდევენ თავიან მინიმალისტური მოთხოვნების ცხოვრების წესს აშკარაა, რომ აღნიშნულ მარტივ, მოკრძალებულ ცხოვრების წესს გააჩნია დადებითი გავლენა ჩვენს ოჯახებზე, გონებაზე და ჯანმრთელობაზე.

Facebook
Twitter
LinkedIn

ბოლო სიახლეები

Electric cars charger