კომპანიის პოლიტიკა

შპს „სანიტარს“ შემუშავებული აქვს გარემოსდაცვით, სოციალური და გენდერული პოლიტიკა და მათ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენი მიზანია შიდა სისტემის მეტად გაჯანსაღება და პროცესების სწორად წარმართვა. მიღებული გვაქვს გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ემსახურება დამაბინძრელების შემცირებას და გარემო პირობების შენარჩუნებას პირვანდელ მდგომარეობაში. ამავდროულად ვითვალისწინებთ ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხებს, რადგან ამ ორმა ცვლადმა შეიძლება დიდი მნიშვნელობა იქონიოს ადამიანსა და გარემოზე. იმისთვის რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს კომპანიას შემუშავებული აქვს სპეციალური მოთხოვნები, რომელსაც როგორც თვითონ, ასევე მისი კონტრაქტორები უნდა აკმაყოფილებდნენ. ამის მისაღწევად შემდეგ საკითხებს ექცევა ყურადღება:

  • შესაბამისობა საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, რომელიც არეგულირებს გარემოში დამაბინძურებლების გამოყოფას და ასევე ადამიანის უფლებებს;
  • მუდმივი გაუმჯობესება გარემოსდაცვითი, გენდერული და სოციალური მენეჯმენტის სისტემის;
  • მუდმივი მონიტორინგი და შეფასება იმ აგენტების, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს გარემო პირობებზე და ადამიანზე;
  • ყოველი ბიზნეს გარიგებისას გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისიწინება;
  • „წინასწარ სიფრთხილის პრინციპის“ დაცვა საქმიანობის განხორციელებამდე და არა ისეთი ოპერაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაზიანება და დასჭირდეს გამოსასწორებელი ღონისძიებები;

ასევე შემუშავდა გენდერული და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტიც, რომელიც ქალებისა და კაცების თანასწორ პოზიციაში ჩაყენებასა და დასაქმებულთა გენდერული წილების გათანაბრებას ისახავს მიზნად.

კომპანია იღებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას შეიმუშაოს სპეციალური გარემოსდაცვითი, გენდერული და სოციალური მენეჯმენტის გეგმა, გამოყოს ფინანსები, როგორ მატერიალური ასევე ადამიანური რესურსები, რათა დასახული მიზანები მიღწეული იქნეს.

ასევე კომპანია ნარჩენებს მართვას უდგება, ისე როგორც ევროკავშირის ნარჩენების მართვის პოლიტიკა და ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდელბობა, რომელიც ეფუძნება შემდეგ იერარქიას :

  • შეამცირე
  • ხელახლა გამოიყენე
  • გადაამუშავე
  • ნარჩენი გარდაქმენი ენერგიად და გამოიყენე
  • განთავსება ნაგავსაყრელზე – ბოლო ეტაპი