დაბინძურებული მიწის ბიორემედიაცია

ნავთობით დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდისთვის, სანიტარის ბაზაზე შექმინილია სპეციალური მოედანი, სადაც ხდება განთავსება და შემდეგ სპეციალური ქიმიური მინარევებით მისი გასუფთავება. ნავთობით დაბინძურებული ნიადაგების ბიორემედიაციის პროცესი შედგება ორი სტადიისაგან: პირველ სტადიაზე დაბინძურებულ ნიადაგს ათავსებენ რკინაბეტონისგან დამზადებულ მოედანზე. გაშლის შემდეგ ნიადაგში შეაქვთ, შეძლებისდაგვარად თანაბრად, დამზადებული, დაპანტენტებული პრეპარატი და სოკოები, რომელიც იყენებს ნავთობდესტრუქტორი მიკოორგანიზმების ბიომასის დაგროვების მეთოდს. პრეპარატის შეტანის შემდეგ მორიგეობით იქმნება ანაერობული და აერობული პირობები.. დაწვრილებით „დაბინძურებული მიწის ბიორემედიაცია“

ლუმინისცენტური ნათურების განადგურება

სახიფათო ნარჩენები საშიშია გარემოსთვის და ადამიანისთვის. არის რიგი მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ ისეთ სახიფათო ნივთიერებებს, როგორიცაა ვერცხლისწყალი. შპს „სანიტარს“ გააჩნია დანდგარი, რომელსაც შეუძლია ფლუროსცენციულ ნათურებში არსებული ვერცხლის წყლის ფილტრაცია და ნათურის არასახიფათო ნარჩენად გადაქცევა, რომელიც ხორციელდება ჰერმეტულად დახურულ სისტემაში, რათა არ მოხდეს მისი გაფანტვა ჰაერში. დაბინძურებული ფილტრები თავსდება სპეციალურ მეტალის კასრებში და ინახება ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომავალში უტილიზაციის მიზნით..

დაწვრილებით „ლუმინისცენტური ნათურების განადგურება“

ნარჩენების განთავსებისა და დაღვრის საწინააღმდეგო საშუალებები

საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად აუცილებელია ნარჩენების დახარისხებისას გამოიყენებულ იქნეს სპეციალური ყუთები/ურნები. კომპანია „სანიტარს“ აქვს სხვადასხვა ტიპის ურნები სხვადასხვა სახის ნარჩენების განსათავსებლად. ასევე სპეციალურად დამზადებული მაღალი მდგრადობის ცელოფნის პარკები, რომელიც აუცილებელია ნარჩენის სეგრეგაციისას. დაწვრილებით „ნარჩენების განთავსებისა და დაღვრის საწინააღმდეგო საშუალებები“

ბიოტუალეტების სერვისი

კომპანია სანიტარი მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალი ხარისხის პორტატული და სტაციანალური ბიოტუალეტებით მომსახურებას გთავაზობთ..

მომსახურეობაში შედის როგორც საერთაშორისო სტანდარტის ბიოტუალეტების ნებისმიერ ადგილზე მიწოდება, ასევე მომსახურეობის სერვისი მოთხოვნის შესაბამისი სიხშირით.

სახიფათო ნარჩენის ინსინერაცია / განთავსება

სახიფათო ნარჩენი საყოფაცხოვრებო ნარჩენთან შედარებით ბევრად საშიშია, რადგან ის შეიცავს სხვადასხვა სახის ქიმიურ და ტოქსიკურ დამაბინძურებლებს. მან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ცოცხალი ორგანიზმების დაავადება და სხვა საშიში პროცესების პროვოცირება. დაწვრილებით „სახიფათო ნარჩენის ინსინერაცია / განთავსება“

დაბინძურებული წყლის გაწმენდა / ტრანსპორტირება

კომპანია სანიტარს გააჩნია სპეციალური ავზები, სადაც ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი იწმინდება და ასევე ჩვენ შეგვიძ₾ია თხევდი ნარჩენის ტრანსპორტირება.

ქიმიური ნივთიერებით დაბინძრებული წყლის ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს შემდეგ ოპერაციებს: დაწვრილებით „დაბინძურებული წყლის გაწმენდა / ტრანსპორტირება“

სამშენებლო და ინერტული ნარჩენი

კომპანია სანიტარი გაიტანს თქვენი ტერიტორიიდან სამშენებლო მასალებს, სეგრეგაციის უბანზე დაამუშავებს, გამოაცლის სხვა შემადგენელ ნარჩენებს, რის შემდეგაც სპეციალურად სამშენებლო და ინერტული ნარჩენების უბანზე განათავსებს. დაწვრილებით „სამშენებლო და ინერტული ნარჩენი“

ტერიტორიის აღდგენა / დათესვა და მოვლა

ტერიტორიების მოსუფთავებისთვის, გამწვანებისთვის და ხეების დარგვისთვის კომპანიას გამოყოფილი ყავს დატრეინინგებული ჯგუფი, რომელიც ბევრი წელია ამ მიმართულებით მუშაობს, მათ შორის მაღალკვალიფიციური კონსულტანტები/ბოტანიკოსები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულებას. ჯგუფს ყავს სპეციალური ტრანსპორტი, როგორიცაა მალჩერი, ტრაქტორი, სათიბელები, პიკაპები, მცირე სატვირთოები და სხვა აუცილებელი ტექნიკა. დაწვრილებით „ტერიტორიის აღდგენა / დათესვა და მოვლა“

ტერიტორიის გაკაფვა / გასუფთავება, ხის ჭრა

არასასურველი მცენარეებისგან ტერიტორიის გაკაფვა / გასუფთავება კომპანიის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. სამუშაოები სუფთად და მაღალი ხარისხით სრულდება; ამისთვის გამოყოფილია დატრენინგებული ჯგუფი, რომლებიც ატარებენ სპეციალურ დამცავ აღჭურვილობასა და ტექნიკას საქმიანობის მაღალი ხარისხით შესასრულებლად. დაწვრილებით „ტერიტორიის გაკაფვა / გასუფთავება, ხის ჭრა“

ტექნიკური წყლის მიწოდება / ტერიტორიის მორწყვა

ჩვენს ბაზაზე არსებული ტრანპორტირების მრავალფეროვნება ჩვენი სერვისების მრავალფეროვნებითაა განპირობებული. სპეციალური წყლის გადასატანი ტრანპორტით როგორც ტექნიკური წყლის მოწოდება, ასევე სხვადასხვა ტიპის საფარის მორწყვაა შესაძლებელი. დაწვრილებით „ტექნიკური წყლის მიწოდება / ტერიტორიის მორწყვა“

ელექტრო მოწყობილობების ნარჩენი

კომპანია სანიტარი გთავაზობთ ელექტრონული მოწყობილობების გატანის სერვისს. ხდება ნარჩენის დაშლა, სახიფათო ნარჩენებისგან გამოთავისუფლება და დახარისხება. ამის შემდეგ ხდება ელექტონული ნარჩენის დასაწყობება, რომელიც შემდგომში გადაეცემა შემგროვებელ კომპანიას, რომელსაც ნარჩენი გააქვს საზღვრებს გარეთ მეორადი გამოყენებისთვის, ხოლო ნარჩენი, რომელიც რეციკლირებას არ ექვემდებარება, განადგურდება ინსინერაციის (დაწვის) გზით.

სამშენებლო სამუშაოები

კომპანია სანიტრს ჰყავს სპეცილური ჯგუფი, რომელიც აშენებს კონსტრუქციებს საერთაშორისო სტანდარტის დაცვითა და მაღალი ხარისხით. მშნებლობისას მომუშავე პერსონალი იყენებს დამცავ ტანსაცმელსა და აღჭურვილობას, რათა დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. პერსონალი პერიოდულად გადის როგორც უსაფრთხოების, ასევე კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებს. დაწვრილებით „სამშენებლო სამუშაოები“

კომპოსტირების აპარატი

კომპანიას შეუძლია მიიღოს საკვები ნარჩენი, რომელშიც სხვადასხვა ხასიათის შემადგენლობებია. ნარჩენი გადამუშავდება სპეციალური აპარატის და დანამატების მეშვეობით, რის შემგომაც შესაძლებელია მისი გამოყენება მიწის რეკულტივაციის და აღდგენის/გამოცოცხლების მიზნით. აღსანიშნავია, რომ კომპოსტირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საქმიანობაა. დაწვრილებით „კომპოსტირების აპარატი“

საშრედერო აპარატი

ნარჩენების მინიმიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკაა ნარჩენების მართვის პროცესში. შრედერის აპარატი უზრუნველყოფს პლასტმასის, ქაღალდის, რეზინის და სხვა ნარჩენების დაფქვა-დაქუცმაცებას. აპარატი დაპროექტებულია იმ მიზნით, რომ მოახდინოს ნარჩენების შემცირება და შემდგომ გაამარტივოს მისი გადამუშავება. დაწვრილებით „საშრედერო აპარატი“

სამედიცინო ნარჩენების განადგურება

სამედიცინო ნარჩენები მოიცავს ყველა სახის ნარჩენებს, რაც წარმოიქმნება სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო და ვეტერინარული ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ. ვეტერინარულ კლინიკებში წარმოქმნილი ნარჩენები, ასევე, შესაძლებელია, განხილულ იქნეს, როგორც სამედიცინო ნარჩენები. ნარჩენები იყოფა სარისკო და არასარისკო კატეგორიებად. ის სუბიექტები, რომელთაც წარმოექმნებათ სამედიცინო ნარჩენი, ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით მოახდინონ მისი სეგრეგაცია და შემდეგ გადასცენ სპეციალიზირებულ კონტრაქტორს. დაწვრილებით „სამედიცინო ნარჩენების განადგურება“

გლაიკოლის / ანტიფრიზის აღდგენა

კომპანია სანიტარს გააჩნია ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია აღადგინოს გლაიკოლი/გამოყენებული ანტიფრიზი.

პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ხდება ლაბორატორიული ანალიზის აღება, რათა მოხდეს წყლის შემცველობის დადგენა და ამის შემდეგ იწყება ამ აპარატით მისი გადამუშავება. დაწვრილებით „გლაიკოლის / ანტიფრიზის აღდგენა“

მყარი რეციკლირებადი ნარჩენი

კომპანია სანიტარი ახდენს მყარი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და სეგრეგაციას ნარჩენის სეპარაციის უბანზე. მიღებული ნარჩენიდან ხდება მეტალის, ქაღალდის, პლასტამასის, შუშის და სხვა არასახიფათო ნარჩენის გამოცალკევება, რათა შემდგომში მოხდეს მათი რეციკლირება და მეორადი გამოყენება. ხოლო ის ნარჩენი, რომელიც არ რეციკლირდება, სპეციალურ აპარატის მეშვეობით იპრესება და იგზავნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელზე განსათავსებლად. დაწვრილებით „მყარი რეციკლირებადი ნარჩენი“

გადაზიდვის სერვისი

სანიტარი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის და მოცულობის ტვირთის გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ამისთვის კომპანიას გააჩნია სპეცილიზირებული ავტო-პარკი, რაც მოიაზრებს 10, 15, 20 კუბიან თვითმცლელებს, ჰიაბებს (სატვირთო ამწე მექანიმით), ტრაილერებს, „ლოუბოის“ (მათ შორის არაგაბარიტული ტვირთის გადასატანად) და ა.შ. დაწვრილებით „გადაზიდვის სერვისი“